https://sputnik-georgia.com/20221013/tragedia-vakis-parksi-ras-amboben-qaveynis-pirveli-pirebi-271320230.html
ტრაგედია ვაკის პარკში: რას ამბობენ ქვეყნის პირველი პირები
ტრაგედია ვაკის პარკში: რას ამბობენ ქვეყნის პირველი პირები
Sputnik საქართველო
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა... 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T19:25+0400
2022-10-13T19:25+0400
2022-10-15T21:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_0:197:3191:1993_1920x0_80_0_0_8e17c52da4417a321c06c3a7849ef833.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს ქვეყნის პირველმა პირებმა მიუსამძიმრეს.ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ტრაგედია არავინ უნდა განიცადოს.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.ამ დღეებში ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და პატარა კასკადის განახლებას ითვალისწინებდა. ამ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მთავარი კონტრაქტორი კომპანია „გრინ სერვისი“ იყო და შადრევნის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე ის შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_277:149:2808:2047_1920x0_80_0_0_99baf963943cae734f7c1ff511f1c707.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , თბილისი დღეს
ტრაგედია ვაკის პარკში: რას ამბობენ ქვეყნის პირველი პირები
19:25 13.10.2022 (განახლებულია: 21:48 15.10.2022) ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს ქვეყნის პირველმა პირებმა მიუსამძიმრეს.
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ტრაგედია არავინ უნდა განიცადოს.
„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი, შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა.
„სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები, ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს. ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ამ დღეებში ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და პატარა კასკადის განახლებას ითვალისწინებდა. ამ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მთავარი კონტრაქტორი კომპანია „გრინ სერვისი“ იყო და შადრევნის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე ის შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს.