საქართველოს საელჩოებს ადმინისტრაციული მენეჯერები ეყოლებათ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქციებში შევა საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში მთელ მსოფლიოში გაჩნდება ახალი თანამდებობა – ადმინისტრაციული მენეჯერი, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ბრძანებაში.
ცვლილებები ბრძანებაში „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული მენეჯერის ძირითადი ფუნქცია იქნება საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღწერისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა.
თანამდებობაზე დანიშვნამდე მსურველებმა უნდა გაიარონ სპეციალური კურსი და ჩააბარონ სასერტიფიკაციო გამოცდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0