https://sputnik-georgia.com/20221013/saqartvelos-rogorc-energetikuli-xidis-perspeqtivebi-samxret-kavkasiasa-da-evropas-soris-271324067.html
საქართველოს როგორც ენერგეტიკული ხიდის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის
საქართველოს როგორც ენერგეტიკული ხიდის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის
Sputnik საქართველო
შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T23:21+0400
2022-10-13T23:21+0400
2022-10-15T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
რუმინეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/43/246084302_0:114:3072:1842_1920x0_80_0_0_eee6094b00b6e3621353dca94ba10fd9.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთსა და საქართველოს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი რეგიონის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტების სამუშაო შეხვედრაში, რომლის მონაწილეებმა ენერგეტიკის სფეროში კონტინენტზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები მიმოიხილეს.შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. მოსალოდნელია, რომ ახალი წყალქვეშა კაბელი საქართველოს ელექტროენერგიის მზარდ საჭიროებებს დაფარავს.რუმინეთის პრეზიდენტი: საქართველომდე წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა პრიორიტეტულია >>პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1195 კმ სიგრძის 1000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.რომეო მიქაუტაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის შესაძლებლობებზე ენერგეტიკული რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების მიმართულებით.მისი თქმით, საქართველოს მიზანია, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია და ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მეშვეობით ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მინისტრის მოადგილემ დაასახელა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა მეშვეობითაც ევროპას კასპიის ზღვის რეგიონის ენერგეტიკული რესურსები უწყვეტად მიეწოდება.
საქართველო
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/43/246084302_244:0:2975:2048_1920x0_80_0_0_23179955e7c290ef0dfec92b9bbc823b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, რუმინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, რუმინეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს როგორც ენერგეტიკული ხიდის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის
23:21 13.10.2022 (განახლებულია: 22:20 15.10.2022) შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთსა და საქართველოს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი რეგიონის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პრაღაში გამართულ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტების სამუშაო შეხვედრაში, რომლის მონაწილეებმა ენერგეტიკის სფეროში კონტინენტზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები მიმოიხილეს.
შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. მოსალოდნელია, რომ ახალი წყალქვეშა კაბელი საქართველოს ელექტროენერგიის მზარდ საჭიროებებს დაფარავს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1195 კმ სიგრძის 1000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.
რომეო მიქაუტაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის შესაძლებლობებზე ენერგეტიკული რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების მიმართულებით.
მისი თქმით, საქართველოს მიზანია, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია და ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მეშვეობით ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მინისტრის მოადგილემ დაასახელა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა მეშვეობითაც ევროპას კასპიის ზღვის რეგიონის ენერგეტიკული რესურსები უწყვეტად მიეწოდება.