https://sputnik-georgia.com/20221013/rogoria-dashavebuli-mozardebis-mdgomareoba-271319598.html
ტრაგედია ვაკის პარკში: როგორია კიდევ ორი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ტრაგედია ვაკის პარკში: როგორია კიდევ ორი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, თუმცა იგი ხელოვნური... 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T18:50+0400
2022-10-13T18:50+0400
2022-10-15T22:32+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1d/250197443_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_8ef8f15b6b2d61dc2f8ff66961d02fac.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, თუმცა იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, განაცხადა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა დავით ცაბაძემ ჟურნალისტებთან.ვაკის პარკში ტრაგედია ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს მოხდა. პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელი ჩაყვა. ბავშვებს დენმა დაარტყა. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მესამე მოზარდის მდგომარეობა მძიმე არ იყო.მისი თქმით, ამ დროისათვის ექიმები სხვადასხვა სახის კლინიკურ კვლევებს ატარებენ.ვაკის პარკში დაშავებული მოზარდები თბილისის №55 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. განათლების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის თქმით, დილით ბავშვები სკოლაში არ მივიდნენ, რის შესახებაც კლასის დამრიგებელმა მშობლებს სოციალურ ქსელში საერთო ჩატში შეატყობინა.„რეგულაციების თანახმად, დამრიგებელი ვალდებულია მშობლებს შეატყობინოს. მშობლები საქმის კურსში იყვნენ იმის თაობაზე, რომ ბავშვები გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ“, – განაცხადა მახარაშვილმა ჟურნალისტებთან.ტრაგედია ვაკის პარკში: კომპანია „გრინ სერვისის“ დირექტორი დააკავეს>>>მინისტრის მოადგილემ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.ამ დღეებში ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და მცირე კასკადის განახლებას გულისხმობდა. ამ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1d/250197443_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_fba19de1a40fd29ba774f60569a30844.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, თუმცა იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, განაცხადა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა დავით ცაბაძემ ჟურნალისტებთან.
ვაკის პარკში ტრაგედია ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს მოხდა. პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელი ჩაყვა. ბავშვებს დენმა დაარტყა. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მესამე მოზარდის მდგომარეობა მძიმე არ იყო.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არის გარკვეული სახის გართულებები, რომელთა შესახებაც ვიცით და მზად ვართ გავუმკლავდეთ. ბავშვი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე, მას აქვს დაბინდული ცნობიერება“, – განაცხადა ცაბაძემ.
მისი თქმით, ამ დროისათვის ექიმები სხვადასხვა სახის კლინიკურ კვლევებს ატარებენ.
ვაკის პარკში დაშავებული მოზარდები თბილისის №55 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. განათლების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის თქმით, დილით ბავშვები სკოლაში არ მივიდნენ, რის შესახებაც კლასის დამრიგებელმა მშობლებს სოციალურ ქსელში საერთო ჩატში შეატყობინა.
„რეგულაციების თანახმად, დამრიგებელი ვალდებულია მშობლებს შეატყობინოს. მშობლები საქმის კურსში იყვნენ იმის თაობაზე, რომ ბავშვები გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ“, – განაცხადა მახარაშვილმა ჟურნალისტებთან.
მინისტრის მოადგილემ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
ამ დღეებში ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და მცირე კასკადის განახლებას გულისხმობდა. ამ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა.