https://sputnik-georgia.com/20221013/ra-aris-sachiro-saakashvilis-sasjelis-gadasavadeblad-bregadzis-ganmarteba-271299805.html
რა არის საჭირო სააკაშვილის სასჯელის გადასავადებლად? იუსტიციის მინისტრის პასუხი
რა არის საჭირო სააკაშვილის სასჯელის გადასავადებლად? იუსტიციის მინისტრის პასუხი
Sputnik საქართველო
რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული პრეზიდენტი პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ჯანმრთელობის უფლებით. 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T13:39+0400
2022-10-13T13:39+0400
2022-10-15T20:25+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112970_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_f1bd382de450e51926ef2f8b1f145324.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადადებისთვის აუცილებელია სასამართლოსთვის მიმართვა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. იგი უკვე მოინახულა ადვოკატების ინიციატივით მოწვეულმა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა. დაცვის მხარის აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნა გახდება საფუძველი სასამართლოს წინაშე ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დასაყენებლად.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.არანაირი პრივილეგია - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე>>>იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება დაცვის მხარემ უნდა მიიღოს.„ჩვენ მათ ყოველთვის ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით, რაშიც თავადაც დარწმუნდნენ. სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის დონეზე დადასტურდა, რომ სახელმწიფოს ქმედებები ყოველთვის სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული და ყოველთვის ასე იქნება“, – აღნიშნა ბრეგაძემ.რაც შეეხება დანარჩენს, თუ პოლიტიკურ შეფასებას მივცემთ, ეს არის პროვოკაციები, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, აღნიშნა მინისტრმა.„ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ბოლო დროს დაიწყეს უკვე ექიმებზე და მთლიანად სამედიცინო პერსონალზე ძალზე ნეგატიურ კონტექსტში ამაზრზენად საუბარი, რაც პირადად ჩემთვის და, ვფიქრობ, მთლიანად საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბრეგაძემ.მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ჯანმრთელობის უფლებით და სახელმწიფომ თავიდანვე მაქსიმუმი გააკეთა ამისთვის.სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დ'ანჯელომ ამ დღეებში განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს შეტევა ჰქონდა, როცა მის ოთახში პროკურორები შევიდნენ. სააკაშვილს არტერიული წნევა და ტემპერატურა პერიოდულად ემატება, ჭამა არ შეუძლია. თავის მხრივ, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა ბოლო დღეებში არ შეცვლილა.სააკაშვილის საქმეექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266112970_97:0:2828:2048_1920x0_80_0_0_91d5ac30509eced81b71b3250cae8adc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
რა არის საჭირო სააკაშვილის სასჯელის გადასავადებლად? იუსტიციის მინისტრის პასუხი
13:39 13.10.2022 (განახლებულია: 20:25 15.10.2022) რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული პრეზიდენტი პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ჯანმრთელობის უფლებით.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადადებისთვის აუცილებელია სასამართლოსთვის მიმართვა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. იგი უკვე მოინახულა ადვოკატების ინიციატივით მოწვეულმა რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმა. დაცვის მხარის აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნა გახდება საფუძველი სასამართლოს წინაშე ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დასაყენებლად.
„თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მკურნალობის მიზნით გადაუვადდეს, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს და წარადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი“, – განაცხადა ბრეგაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება დაცვის მხარემ უნდა მიიღოს.
„ჩვენ მათ ყოველთვის ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით, რაშიც თავადაც დარწმუნდნენ. სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის დონეზე დადასტურდა, რომ სახელმწიფოს ქმედებები ყოველთვის სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული და ყოველთვის ასე იქნება“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
რაც შეეხება დანარჩენს, თუ პოლიტიკურ შეფასებას მივცემთ, ეს არის პროვოკაციები, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, აღნიშნა მინისტრმა.
„ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ბოლო დროს დაიწყეს უკვე ექიმებზე და მთლიანად სამედიცინო პერსონალზე ძალზე ნეგატიურ კონტექსტში ამაზრზენად საუბარი, რაც პირადად ჩემთვის და, ვფიქრობ, მთლიანად საზოგადოებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სისტემის დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ჯანმრთელობის უფლებით და სახელმწიფომ თავიდანვე მაქსიმუმი გააკეთა ამისთვის.
სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დ'ანჯელომ ამ დღეებში განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს შეტევა ჰქონდა, როცა მის ოთახში პროკურორები შევიდნენ. სააკაშვილს არტერიული წნევა და ტემპერატურა პერიოდულად ემატება, ჭამა არ შეუძლია. თავის მხრივ, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა ბოლო დღეებში არ შეცვლილა.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.