https://sputnik-georgia.com/20221013/lavrovi-gaeros-rezolucia-271311803.html
გაეროს ანტირუსული რეზოლუცია: ლავროვმა დასავლეთი დიპლომატიურ ტერორში დაადანაშაულა
გაეროს ანტირუსული რეზოლუცია: ლავროვმა დასავლეთი დიპლომატიურ ტერორში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. დასავლეთმა დიპლომატიური ტერორისა და შანტაჟის მეთოდები გამოიყენა და ქვეყნები აიძულა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მიეცათ... 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T17:17+0400
2022-10-13T17:17+0400
2023-07-20T15:47+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
გაეროს გენერალური ასამბლეა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/01/269979472_0:0:2975:1674_1920x0_80_0_0_43e42adc0ced191b8397662c2e85db61.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. დასავლეთმა დიპლომატიური ტერორისა და შანტაჟის მეთოდები გამოიყენა და ქვეყნები აიძულა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მიეცათ ანტირუსული რეზოლუციისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.მანამდე რუსულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ის ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებსაც ანტირუსული რეზოლუციისთვის ხმის მიცემა არ სურდათ.გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 ოქტომბრის საგანგებო სესიაზე კენჭი უყარა აშშ-ისა და ალბანეთის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის მიერ ჩატარებული რეფერენდუმების შედეგების არაღიარებას ეძღვნებოდა. მანამდე გაეროს უშიშროების საბჭოზე აღნიშნული დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდა, ვინაიდან რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა.გაეროს გენასამბლეის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე რეზოლუციას 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 35-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგი იყვნენ: რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ნიკარაგუა. ამასთან რამდენიმე სახელმწიფომ საერთოდ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/01/269979472_244:0:2975:2048_1920x0_80_0_0_7dd713a253a3e9b1a2d0dfc83dd9965d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გაეროს გენერალური ასამბლეა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გაეროს გენერალური ასამბლეა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. დასავლეთმა დიპლომატიური ტერორისა და შანტაჟის მეთოდები გამოიყენა და ქვეყნები აიძულა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მიეცათ ანტირუსული რეზოლუციისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„დასავლეთმა დიპლომატიური ტერორის მეთოდები გამოიყენა ურცხვად, ღიად ხელების გადაგრეხით, განვითარებადი ქვეყნების ყველანაირად დასჯის მუქარით. მან მხოლოდ ასეთი დაუფარავი შანტაჟითა და მუქარით მიაღწია შედეგს. ჩვენ ეს ყველას მშვენივრად გვესმის. ამერიკელების განცხადებები, თითქოს ისინი არავის არწმუნებენ და ყველა თავისით აძლევს ხმას, სიცრუეა და ეს თვითონაც იციან“, − განაცხადა ლავროვმა.
მანამდე რუსულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ის ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებსაც ანტირუსული რეზოლუციისთვის ხმის მიცემა არ სურდათ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 12 ოქტომბრის საგანგებო სესიაზე კენჭი უყარა აშშ-ისა და ალბანეთის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის მიერ ჩატარებული რეფერენდუმების შედეგების არაღიარებას ეძღვნებოდა. მანამდე გაეროს უშიშროების საბჭოზე აღნიშნული დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდა, ვინაიდან რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა.
გაეროს გენასამბლეის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე რეზოლუციას 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 35-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგი იყვნენ: რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ნიკარაგუა. ამასთან რამდენიმე სახელმწიფომ საერთოდ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.