ღარიბაშვილი: მერაბ კოსტავა სამშობლოსათვის თავდადების განსახიერებაა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
ეროვნული გმირი თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოველთვის ემახსოვრება მერაბ კოსტავას გმირული ცხოვრება, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 33 წელი გავიდა.

„1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის – ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დედა ტერეზასთან ერთად
Первый президент Грузии Звиад Константинович Гамсахурдиа (1939-1993), католическая монахиня Мать Тереза (1910-1997) и грузинский диссидент, музыкант и поэт Мераб Костава (1939-1989)  - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დედა ტერეზასთან ერთად
საბჭოთა პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს იგი გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო.
მერაბ კოსტავა თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0