გადასახადებისთვის თავის არიდება: აჭარაში ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე აჭარის რეგიონში ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა ჯამში 177,501 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. დაკავებულმა პროდუქციის რეალიზაციის შედეგად 1,3 მლნ ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღო.
გარდა ამისა, აღნიშნულმა პირმა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენების გზით შეიქმნა 87.463 ლარის ოდენობის ყალბი დღგ-ის აქტივი, რაც შემდგომ გამოიყენა კომპანიის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. ამ გზით მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 534.418 ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 192-ე, 185-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0