ევრო-2024: შოტლანდიურმა მედიამ საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსები შეაფასა

© courtesy of Georgian Football Federationფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შოტლანდიელებმა ძირითად მოთამაშედ „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. შოტლანდიურმა სპორტულმა პორტალმა Scotland Football ევრო-2024-ის შესარჩევი ციკლის А ჯგუფში შოტლანდიის ნაკრების მეტოქეების შესახებ სტატია გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა.
ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა კვირას ფრანკფურტში გაიმართა. მასში მონაწილეობდა ევროპის 53 გუნდი. ისინი ცხრა ჯგუფად დაყვეს. საქართველოს ნაკრები А ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ერთად.

„მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ნაკრები ბევრად წარმატებულია კვალიფიკაციაში, საქართველოს ორი გამარჯვება (და ორი მარცხი) აქვს შოტლანდიელებზე – ბოლო მატჩი თბილისში, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა 1:0 და კინაღამ შოტლანდია ევრო-2016-ზე თამაშგარე დატოვა“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა ვილი სანიოლი წვრთნის, რომელმაც 2021 წლის თებერვალში დანიშვნიდან მოყოლებული, 20-დან 10 მატჩი მოიგო.
შოტლანდიელებმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობის ძირითად მოთამაშედ „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა>>
„ქართველებს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავთ, მაგრამ შოტლანდია მათ მაინც გაუსწრებს. გამოჩენილი მოთამაშეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც შთამბეჭდავად თამაშობს „ნაპოლიში", ხოლო მის გუნდს „სერია А“-ში პირველი ადგილი უკავია“, – აღნიშნულია სტატიაში.
საქართველო შოტლანდიას 2023 წლის 20 ივნისს სტუმრად, ხოლო 16 ნოემბერს შინ დაუპირისპირდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0