https://sputnik-georgia.com/20221013/erovnuli-skrining-centris-varketilis-filials-mamografiis-axali-aparati-aqvs-271289694.html
ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ვარკეთილის ფილიალს მამოგრაფიის ახალი აპარატი აქვს
ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ვარკეთილის ფილიალს მამოგრაფიის ახალი აპარატი აქვს
Sputnik საქართველო
თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებულ 40-დან 70 წლამდე ქალებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი. 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T10:04+0400
2022-10-13T10:04+0400
2023-08-17T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ჯანდაცვა საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251655234_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_9145a70064ec0652c87e46ed597a84cc.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ვარკეთილის ფილიალში მამოგრაფიის ახალი აპარატი დამონტაჟდა, იუწყება თბილისის მერიამამოგრაფი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რაც გამოსახულების მაღალ ხარისხს და პროცედურის კომფორტულად ჩატარებას უზრუნველყოფს.სკრინინგ-ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის განცხადებით, „ჯენერალ ელექტრიკის“ მამოგრაფი ეროვნულმა სკრინინგ-ცენტრმა საკუთარი სახსრებით 447 ათას ლარად შეიძინა. მსგავსი ტიპის მამოგრაფით თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ეროვნული სკრინინგ-ცენტრი ემსახურება.თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებულ 40-დან 70 წლის ქალებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი.თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და კომისიის წევრები ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ვარკეთილის ფილიალს ეწვივნენ.გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა და კიბოს თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ქალებმა სკრინინგი დროულად ჩაიტარონ.ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს ქალაქებში: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, საჩხერე, ახალციხე, გორი, კასპი, მარნეული, გურჯაანი. პროგრამის მთავარი მიზანია პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა სიმპტომების გამოჩენამდე.სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოსახლეობას, რომ დროულად გამოვლენილი დაავადება ეფექტური მკურნალობისა და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა.ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. ის მოიცავს მამოგრაფიას, აუცილებლობის შემთხვევაში – მამოლოგის კონსულტაციასა და ექოსკოპიას.პროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარება შეიძლება ორ წელიწადში ერთხელ და ის სრულიად უფასოა.ძუძუს კიბო 2017 წელს ყველაზე გავრცელებული დაავადება აღმოჩნდა საქართველოში. ლეტალური შედეგის მიზეზი კი ხშირად დაგვიანებული მკურნალობაა.ონკოლოგები მოსახლეობას შეახსენებენ, რომ ქალმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია გინეკოლოგთან, მამოლოგთან და ენდოკრინოლოგთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251655234_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_4dc13054899a04d3a3dbe6e7a4ba30bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ვარკეთილის ფილიალს მამოგრაფიის ახალი აპარატი აქვს
10:04 13.10.2022 (განახლებულია: 10:49 17.08.2023) თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებულ 40-დან 70 წლამდე ქალებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ვარკეთილის ფილიალში მამოგრაფიის ახალი აპარატი დამონტაჟდა, იუწყება თბილისის მერია
მამოგრაფი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რაც გამოსახულების მაღალ ხარისხს და პროცედურის კომფორტულად ჩატარებას უზრუნველყოფს.
სკრინინგ-ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის განცხადებით, „ჯენერალ ელექტრიკის“ მამოგრაფი ეროვნულმა სკრინინგ-ცენტრმა საკუთარი სახსრებით 447 ათას ლარად შეიძინა. მსგავსი ტიპის მამოგრაფით თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს მხოლოდ ეროვნული სკრინინგ-ცენტრი ემსახურება.
თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებულ 40-დან 70 წლის ქალებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და კომისიის წევრები ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ვარკეთილის ფილიალს ეწვივნენ.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა და კიბოს თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ქალებმა სკრინინგი დროულად ჩაიტარონ.
„ახლა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ოთხივე ფილიალი თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში თანაბარი დატვირთვით ემსახურება მოქალაქეებს“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
ქვეყნის მასშტაბით ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს ქალაქებში: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, საჩხერე, ახალციხე, გორი, კასპი, მარნეული, გურჯაანი. პროგრამის მთავარი მიზანია პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა სიმპტომების გამოჩენამდე.
სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოსახლეობას, რომ დროულად გამოვლენილი დაავადება ეფექტური მკურნალობისა და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა.
ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. ის მოიცავს მამოგრაფიას, აუცილებლობის შემთხვევაში – მამოლოგის კონსულტაციასა და ექოსკოპიას.
პროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარება შეიძლება ორ წელიწადში ერთხელ და ის სრულიად უფასოა.
ძუძუს კიბო 2017 წელს ყველაზე გავრცელებული დაავადება აღმოჩნდა საქართველოში. ლეტალური შედეგის მიზეზი კი ხშირად დაგვიანებული მკურნალობაა.
ონკოლოგები მოსახლეობას შეახსენებენ, რომ ქალმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია გინეკოლოგთან, მამოლოგთან და ენდოკრინოლოგთან.