მოსაზრება: ევროპის ხსნა თავად ევროპის ხელშია

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
12 ოქტომბერს მოსკოვში გაიხსნა სამდღიანი საერთაშორისო ფორუმი „რუსეთის ენერგეტიკული კვირეული - 2022“.
ფორუმის პლენარული სხდომა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გახსნა. თემა იყო „გლობალური ენერგეტიკა მრავალპოლარულ სამყაროში“.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო ეკონომიკა და საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსი მწვავე კრიზისს განიცდის, რომელიც ფასების არასტაბილურობასა და დაუბალანსებელ ბაზარს უკავშირდება.
პუტინმა აღნიშნა ასევე, რომ ბაზრის ზოგიერთ ცალკეული მონაწილე მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობს და საქმეს აზიანებს. „[ისინი] მიმართავენ აშკარა დისკრიმინაციას ბაზარზე და თუ არ გამოსდით, უბრალოდ ანადგურებენ კონკურენტების ინფრასტრუქტურას“.
საუბარია „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსიაზე, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო ტერორიზმის აქტი უწოდა, რომლის მიზანიც მთელი კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების განადგურება იყო.
„ლოგიკა ცინიკურია – გაანადგურონ, დაბლოკონ იაფი ენერგიის წყაროები, დატოვონ მილიონობით ადამიანი და სამრეწველო მომხმარებლები გაზის, სითბოს, ელექტროენერგიის, სხვა რესურსების გარეშე და აიძულონ ისინი, ეს ყველაფერი გაცილებით მაღალ ფასად შეიძინონ“, – თქვა ვლადიმირ პუტინმა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ტერაქტი ყირიმის ხიდზე, ატომური ტერორიზმი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცხრილვის სახით და ტერაქტები კურსკის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ამ დანაშაულებათა იდეოლოგები და დამკვეთები არიან მათი საბოლოო ბენეფიციარები, ვისთვისაც არასტაბილურობა და კონფლიქტები ხელსაყრელია, ვინც ისწრაფვის რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის გაწყვეტისკენ, ევროპის სამრეწველო პოტენციალის დასუსტებისკენ და ბაზრის ხელში ჩაგდებისკენ.

„ახლა შეიძლება, ნამდვილად, დიდი მასშტაბით თავს მოახვიონ ევროპის ქვეყნებს თხევადი აირი აშშ-დან, რომელიც აშკარად ვერ უძლებს რუსული გაზის კონკურენციას, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. - ამერიკული თხევადი აირის ფასი ხომ გაცილებით მაღალია, მაგრამ არსებობს დამატებითი რისკებიც. რისკები იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი არასტაბილურია და ნებისმიერმა ნედლეულმა შეიძლება მსოფლიოს სხვა რეგიონებში ამოყოს თავი. ასე მოხდა კიდეც სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ამერიკული ტანკერები, რომლებსაც ევროპაში თხევადი აირი გადაჰქონდათ, შუა გზიდან ბრუნდებოდნენ და დანიშნულების პუნქტს ცვლიდნენ, რადგან თხევადი აირის გამყიდველებს სხვა ადგილებში უფრო მაღალ ფასს სთავაზობდნენ. ამასთან, ევროპელი მყიდველების ინტერესები იგნორირებული იყო. მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ ევროპას დაეხმარა და დამატებითი გაზი მიაწოდა რუსეთმა. თუმცა ამ ქვეყნების ხელმძღვანელობა ამჯობინებს ეს არ გაიხსენოს“.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მზადაა ევროპისთვის დამატებითი ენერგორესურსების მიწოდებისთვის. მაგალითად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაუზიანებელი მილსადენით, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 27,5 მლრდ კუბომეტრს შეადგენს, რაც „ევროპაში გაზის მთელი იმპორტის 8%-ია“.
მან ისაუბრა ასევე ინიციატივაზე – გაზის მთელმა მოცულობამ შავი ზღვის რეგიონში გადაინაცვლოს და ამგვარად ევროპაში რუსული გაზის მიწოდების ძირითად მარშრუტად აქციოს თურქეთი, რითაც ევროპისთვის გაზის უმსხვილეს ჰაბს შექმნის. ეს პროექტი ეკონომიკურად მიზანშეწონილია, მარშრუტი უსაფრთხოების გაცილებით მაღალი დონით გამოირჩევა.
თურქული სახელმწიფო არხის TRT Haber-ის მონაცემებით, ეს იდეა დიდი ალბათობით რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ასტანის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.
თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი არ მიაწვდის ენერგორესურსებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნახშირწყალბადებზე ზღვრული ფასების დაწესებას მოისურვებენ.
„კიდევ ერთ რამეს აღვნიშნავდი – კერძოდ, ამაზე ყურადღებას ამახვილებენ თავად ევროპელი მაღალი დონის ჩინოვნიკები – ბოლო ათწლეულებში ევროპის კეთილდღეობა დიდწილად ეფუძნებოდა რუსეთთან თანამშრომლობას“, – დაასკვნა ვლადიმირ პუტინმა.

ევროპის ნეოკოლონიალური პოლიტიკა აფრიკის მიმართ

ვიდრე დასავლეთი განაგრძობს ისტერიას რუსული ენერგორესურსების ირგვლივ და ახალ სანქციებს იგონებს, ევროპის ქვეყნები გამალებით ეძებენ საწვავის ალტერნატიულ მომწოდებლებს.
ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად ევროკავშირი იხილავს აფრიკის ქვეყნებს. ევროკავშირი გამუდმებით იხილავს ნიგერიასთან, ალჟირთან, სენეგალთან, ანგოლასა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, თხევადი აირის მიწოდების აუთვისებელი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობას, ევროპაში ახალი გაზსადენების მშენებლობას და ა.შ.
ერთი შეხედვით, ეს აფრიკული ქვეყნებისთვის მისაღები პერსპექტივა უნდა იყოს. მაგრამ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ოლეგ ოზეროვმა განაცხადა, შავი კონტინენტის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ევროპას არ აღელვებს აფრიკული ენერგეტიკის განვითარების პრობლემები.
მაგალითად, ახლა შენდება აღმოსავლეთ აფრიკული ნავთობსადენი (EACOP), რომელიც შეაერთებს უგანდას ალბერტის ტბის ირგვლივ მდებარე საბადოებს ტანგაში, ტანზანიის საექსპორტო ტერმინალთან. მილსადენით უგანდიდან ტანზანიაში ყოველდღიურად 216 ათასამდე ბარელი ნედლი ნავთობი გაივლის. EACOP-ის სიგრძე 1.500 კმ-ია, პროექტის ღირებულება კი 3,5 მილიარდი დოლარი.
თუმცა დასავლეთი ახალ-ახალ კვლევებს აქვეყნებს იმაზე, რომ ნავთობსადენის აგება არ შეიძლება – რადგან გაფუჭდება ჩანჩქერები, ნილოსზე დაზარალდებიან ჟირაფები, წეროები და ბეჰემოთები, 40 მლნ ადამიანი მოწამლულ წყალს დალევს, გაიზრდება მიწისძვრების საფრთხე და სხვ.
კომპანიის Global Energy Monitor (GEM) ანალიტიკოსებმა კი განაცხადეს, რომ რეგიონულ დონეზე აფრიკული ქვეყნები საჰარის სამხრეთით მილსადენების განვითარებით მსოფლიოს ლიდერები არიან – იქ უკვე 2.000 კმ ნავთობსადენი შენდება და იგეგმება კიდევ 4,5 ათასი კმ-ზე მილსადენების გაყვანა. ეს კი კლიმატს საფრთხეს უქმნის.
ოლეგ ოზეროვის აზრით, ევროპა წინააღმდეგია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს აფრიკული სახელმწიფოების ენერგეტიკული ბალანსისა და საკუთარი ენერგეტიკის განვითარებას, მაშინ, როცა ევროპა დაინტერესებულია აფრიკიდან ნახშირწყალბადების რესურსების მაქსიმალურად ამოღებით რუსული ნავთობისა და გაზის ჩასანაცვლებლად. ისინი არ არიან დაინტერესებული აფრიკის ენერგეტიკული სექტორის განვითარებით.
ვიდრე ევროპა იღვწის აფრიკიდან რესურსების ამოღებისთვის და სანაცვლოდ არაფერს იძლევა, რუსეთი პრინციპულად სხვა პოზიციაზეა.
ელჩის თქმით, რუსეთი არ იხილავს აფრიკის კონტინენტს, როგორც თავისი ეკონომიკის ნედლეულის ბაზას - მას საკუთარი ნედლეულიც ბევრი აქვს. ამიტომ მზადაა, მოამზადოს საინჟინრო კადრები და გადასცეს ტექნოლოგიები, გაუზიაროს კომპეტენცია.
მისი თქმით, რუსეთისა და აფრიკის ქვეყნების ამოცანაა, განამტკიცონ აფრიკული სუვერენიტეტი პოლიტიკის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში.

ზამთრის მოლოდინში

ევროკავშირის ქვეყნები განაგრძობენ რუსულ გაზზე ზღვრული ფასის დაწესების განხილვას.
„რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის“ მსვლელობისას ამ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა.
მისი თქმით, აუცილებელია გაცნობიერება იმისა, რომ დღეს არ არის და არ შეიძლება იყოს რაიმე სახის იძულება გაზის მწარმოებლებისა, დააწესონ ესა თუ ის ფასი, ამიტომ „ყინულის ზღვარი“ - არის პირობითი სურათი იმისა, თუ რას წარმოადგენს დასავლეთის შემოთავაზებული ზომები.
5 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, 5 თებერვლიდან კი - რუსული ნავთობპროდუქტების ფასების ზედა ზღვარი.
გაზზე ზღვრული ფასების დაწესების იდეა ჯერ განხილვის პროცესშია.
როგორც მილერმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში „გაზპრომი“ მზადაა გაზარდოს მიწოდება აზიის ქვეყნებში. „აზიის, კერძოდ, ჩინეთის ბაზარი მსოფლიოში ყველაზე დინამიკური ბაზარია. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია [კომპანიის მიერ] და ჩვენ მზად ვართ, გვაქვს ბაზები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ციმბირში. და ოპერატიულად შეგვიძლია მიწოდების გაზრდა აზიის ბაზარზე უმოკლეს დროში“, – აღნიშნა მილერმა.
მისი თქმით, დღეს კომპანია ჩინეთს აწვდის საკონტრაქტო ნორმებით გათვალისწინებულზე მეტ ნედლეულს.

„გარდა მოქმედი გაზსადენისა „ციმბირის ძალა“, წლის ბოლომდე ჩვენ ავამუშავებთ კოვიქტინის საბადოს და გაზი ასევე ჩინეთისკენ წავა. გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი ჩინეთში გაზის შორეული აღმოსავლეთიდან მიწოდების შესახებ. ამჟამად კი მუშაობა მიმდინარეობს რუსეთიდან ჩინეთში მონღოლეთის ტერიტორიის გავლით გაზსადენის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციაზე“, – აღნიშნა მილერმა.

ევროპა კი ფიქრობს, როგორ თქვას უარი რუსულ გაზზე.
გერმანიის სამთავრობო კომისიამ წარმოადგინა მომხმარებლებისთვის „ცისფერ აირზე“ გაწეული ხარჯის დასაფარად 200 მილიარდი ევროს სუბსიდიის განაწილების ორეტაპიანი გეგმა. მასმედიის ცნობით, წელს მომხმარებლებს ამ გეგმის თანახმად შეიძლება ერთჯერადი თანხა ჩაურიცხონ, რომელიც ერთ თვეში გაზზე გაწეული ხარჯის ტოლი იქნება. მეორე ეტაპის ფარგლებში კი ხელისუფლება გეგმავს გაზის საფასურის გადახდისას შეღავათების დაწესებას.
მილერის აზრით, გაზის ფასების სუბსიდირება იქნება „განაჩენი დაბალი ინფლაციისთვის“. როგორც მან აღნიშნა, გერმანიის კეთილდღეობა 50 წელიწადი რუსეთის იაფ ენერგეტიკულ რესურსებზე იყო დაფუძნებული.
ბაზრისა და ტრეიდერების ნაციონალიზაცია, მისი თქმით, მხოლოდ გაზრდის გადამხდელების ხარჯს, ვინაიდან „ნაციონალიზაცია“ - ხარჯის გადამხდელებზე გადატანაა.
გერმანიის მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას Uniper-თან და მის მთავარ აქციონერთან - ფინურ Fortum-თან ქვეყანაში გაზის უმსხვილესი იმპორტიორის ნაციონალიზაციის თაობაზე. გამოცემა Spiegel-მა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით სექტემბრის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია გეგმავს „გაზპრომის“ ყოფილი შვილობილი საწარმოს Securing Energy for Europe (SEFE, ძველი სახელი Gazprom Germania) ნაციონალიზებას.
ევროპის კიდევ ერთი იდეაა - გაზის მოხმარებაზე კვოტების სისტემის დანერგვა. მილერის აზრით, ასეთი მექანიზმი დიდ ეჭვებს გამოიწვევს, ვინაიდან არ არსებობს არც კვოტირების საჭირო ფორმულა, არც კრიტერიუმები. არც იმათი დასჯის მექანიზმი, ვინც წესებს არ შეასრულებს.
როგორც მილერმა აღნიშნა, ვერავინ გასცემს გარანტიას იმისა, რომ ევროპა ზამთარს გაზის არსებული რეზერვებით გადაივლის. თუ მოახერხებს, გაჩნდება კითხვა - რა იქნება მომდევნო ზამთარში. მისი თქმით, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, მარტში ევროპულ გაზის საცავებში მხოლოდ 5% ცისფერი საწვავი დარჩება.
სად იშოვიან საცავების შესავსებ აირს 2023 ან 2024 წლისთვის - რიტორიკული კითხვაა.
რუსული კომპანიის ხელმძღვანელმა ევროპისთვის არასაიმედო პერსპექტივები დასახა. „ზამთარი შეიძლება შედარებით თბილი იყოს, მაგრამ ერთი კვირა ან ხუთი დღე ანომალიურად ცივი იქნება. ამ მოკლე პერიოდში, ღმერთმა არ ქნას, შეიძლება ქალაქები, მიწები გაიყინოს“, – დაასკვნა მან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0