https://sputnik-georgia.com/20221013/absurdi-tu-realoba-sezlebs-tu-ara-opozicia-axali-koaliciis-seqmnas-271323391.html
აბსურდი თუ რეალობა - შეძლებს თუ არა ოპოზიცია ახალი კოალიციის შექმნას
აბსურდი თუ რეალობა - შეძლებს თუ არა ოპოზიცია ახალი კოალიციის შექმნას
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის დეპუტატი ახალი კოალიციის შექმნას არარეალურად მიიჩნევს, „რადგან ამ ადამიანებს ერთმანეთთან სრული შეუთავსებლობა აქვთ“. 13.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-13T22:32+0400
2022-10-13T22:32+0400
2022-10-15T22:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323727_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_f33592a178b571183cf09d2df4fed6f6.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ძალისხმევას ახალი კოალიციის შესაქმნელად უშედეგო უწოდა.ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთიანობის“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში გამოთქვა. თავის პოტენციურ პარტნიორებს შორის ვაშაძემ დაასახელა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“, ყოფილი ბანკირების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანების შექმნას აბსურდი და იუმორის ჟანრი უწოდა.მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. კობახიძის თქმით, ისინი ცდილობენ კონსოლიდაციას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ორი წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს.გუშინ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში ვაშაძემ განაცხადა, რომ ის, ვინც არ იქნება ამ გაერთიანებაში, პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდება. ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს მართავს მათთან, ვინც ამომრჩევლის მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323727_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_a28d02b762f666856b297a42142234d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
აბსურდი თუ რეალობა - შეძლებს თუ არა ოპოზიცია ახალი კოალიციის შექმნას
22:32 13.10.2022 (განახლებულია: 22:17 15.10.2022) მმართველი პარტიის დეპუტატი ახალი კოალიციის შექმნას არარეალურად მიიჩნევს, „რადგან ამ ადამიანებს ერთმანეთთან სრული შეუთავსებლობა აქვთ“.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ძალისხმევას ახალი კოალიციის შესაქმნელად უშედეგო უწოდა.
ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთიანობის“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში გამოთქვა. თავის პოტენციურ პარტნიორებს შორის ვაშაძემ დაასახელა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“, ყოფილი ბანკირების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ვაშაძის ირგვლივ პროევროპული გაერთიანების შექმნას აბსურდი და იუმორის ჟანრი უწოდა.
„გიორგი ვაშაძე თავისი ქცევით ვერანაირად ვერ იქნება პროევროპული და პროდასავლური... ახალი გაერთიანებების არ მჯერა, რადგან ამ ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ სრული შეუთავსებლობა. მათ არ აქვთ არანაირი იდეოლოგიური ერთობა, ღირებულებები. შესაბამისად, ფუჭია მათი მცდელობა და მარცხისთვის არის განწირული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. კობახიძის თქმით, ისინი ცდილობენ კონსოლიდაციას მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ორი წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რაც არ უნდა დაჯგუფდეს დე ფაქტო კოალიცია, არანაირად არ შეიცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში ვაშაძემ განაცხადა, რომ ის, ვინც არ იქნება ამ გაერთიანებაში, პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდება. ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს მართავს მათთან, ვინც ამომრჩევლის მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.