როგორი მაკიაჟი იქნება მოდაში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე: კონკრეტული რჩევები

CC BY-SA 2.0 / Flickr / Jeff Luyten / Make-Up Artქალი სარკესთან
ქალი სარკესთან - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
მომავალი სეზონების მოდურ ტრენდებს, როგორც წესი, პარიზისა და მილანის მოდის კვირეულები ადგენენ.
წლევანდელმა ჩვენებებმა, გარდა მოდური სამოსისა, ასევე გამოავლინა, როგორი მაკიაჟი იქნება აქტუალური 2022-2023 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.
როგორც ირკვევა, მოდის ისეთი ფუძემდებლები, როგორებიც არიან Louis Vuitton, Stella McCartney თუ Valentino, კვლავაც სუფთა, ნაკლებად დატვირთულ, მბრწყინავ კანს ანიჭებენ უპირატესობას.
იმ მოდელების მაკიაჟით თუ ვიმსჯელებთ, რომლებმაც ამ და სხვა ცნობილი სახლების სამოსი წარმოადგინეს ბოლო ჩვენებებზე, ამ სეზონზე მოდაში იქნება:
პომადა − ყველა ბუნებრივი ტონისა, რომლებიც შეუღებავი ტუჩების ეფექტს მოახდენს.
ფერუმარილი (რუმიანა) − ნაზი, რომანტიკული ფერები, რომლებიც სითბოსა და ქალურობის შეგრძნებას ბადებს. ასეთებია: ბუნებრივი ატმისფერი და ნაზი ვარდისფერი.
თვალები − აქ ორი უკიდურესობა შეინიშნება. ახალ სეზონზე მოდაშია: ა) საერთოდ შეუღებავი თვალები, ან მხოლოდ ტუში და „სტრელკა“; ბ) მკვეთრად შეღებილი თვალები. მეორე ვარიანტის შემთხვევაში მოდურია შავი ან მუქი ნაცრისფერი smoky eyes. გარდა ამისა, ტრენდში რჩება თვალების დასაკრავი ელემენტებით გაფორმება − წვრილი თვლებითა და სტრაზებით.
წარბები − მაქსიმალურად ბუნებრივი, ოდნავ აფუებული. ფორმით შესაძლოა „ბიჭურ“ წარბებსაც ჰგავდეს.
ყველა ახალი ამბავი
0