ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა: მათი მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ახლად გარემონტებულ ვაკის პარკში მდებარე შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელი ჩაჰყვა. სამივე მათგანი „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორი მათგანი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, ერთს კი გამოწვეული სტრესის გამო გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„მომხდართან დაკავშირებით სრულად არ ვფლობ ინფორმაციას. მოვიკითხავ და გავერკვევი. რა თქმა უნდა, შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა, პასუხი მოეკითხება", – განაცხადა კალაძემ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0