ზახაროვამ აშშ-ის პოზიცია ზღაპრის პერსონაჟი მგლის ეშმაკობას შეადარა

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აშშ შნობელის პრემიას იმსახურებს ტყუილისთვის, თითქოს რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა უკრაინას იარაღით ამარაგებს და მშვიდობისკენ არ ისწრაფვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
საგარეო უწყების სპიკერი ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის განცხადებას, რომ შეერთებულ შტატებს მოსკოვთან კონფლიქტი არ სურს და უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს.
ზახაროვამ თეთრი სახლის განცხადება ზღაპარ „მგელი და შვიდი თიკნის“ პერსონაჟი მგლის ეშმაკობას შეადარა.

„გახსოვთ, „თიკნებო, დედა მოვიდა, რძე მოგიტანათ, კარი გამიღეთ და შემომიშვით“? ეს დაახლოებით იგივეა, რაც ამბავი იმის შესახებ, რომ „მშვიდობისმოყვარე“ აშშ, რომელმაც საკუთარი ხელით მოახდინა უკრაინაში ორი ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება, აწვდის კიევის რეჟიმს შეიარაღებასა და ყველა სახის ტექნიკურ თუ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს მას, მშვიდობაზე ლაპარაკობს. ეს რაღაც ანტილოგიკურია“, — განაცხადა ზახაროვამ.

11 ოქტომბერს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთთან კონფლიქტის დაწყებას და ჯარის გაგზავნას უკრაინაში. მანამდე კი, 1 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის 12,4 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევა მიიტანა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიდევ 4,5 მილიარდი დოლარის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს კიევს უახლოეს კვირებში.
ყველა ახალი ამბავი
0