https://sputnik-georgia.com/20221012/trombis-sawinaarmdego-produqtebi-271272521.html
შლის თრომბებს: მეცნიერებმა ეფექტური პროდუქტები ჩამოთვალეს
შლის თრომბებს: მეცნიერებმა ეფექტური პროდუქტები ჩამოთვალეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ანტიკოაგულანტები, რომლებსაც ექიმები უნიშნავენ პაციენტებს, კარგად ათხელებს სისხლს და შლის თრომბებს, თუმცა ამ მხრივ კარგ ეფექტს... 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T16:23+0400
2022-10-12T16:23+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
თრომბი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0c/271272240_107:0:1814:960_1920x0_80_0_0_917b023cddb36fdbfdb121fb7890c072.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ანტიკოაგულანტები, რომლებსაც ექიმები უნიშნავენ პაციენტებს, კარგად ათხელებს სისხლს და შლის თრომბებს, თუმცა ამ მხრივ კარგ ეფექტს ავლენს ზოგი ხილი თუ ბოსტნეულიც, წერს Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.როგორც ბრიტანეთის ვენებისა და სისხლძარღვების ინსტიტუტის მონაცემებიდან ირკვევა, ხილ-ბოსტნეულში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ბრომელაინი და რუტინი არა მარტო ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას, არამედ უკვე ჩამოყალიბებულსაც შლის.ეს პროდუქტებია:გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, ბრიტანელი ექიმები ცალკე გამოყოფენ ორი სახის სანელებელს, როგორც თრომბოზის პროფილაქტიკურ საშუალებას. ესენია:კურკუმა — მეცნიერების თქმით, აღნიშნული სანელებელი, მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტის, კურკუმინის მძლავრი ანტითრომბოციტული ეფექტის გამო, ანტიკოაგულანტის მსგავსად მოქმედებს და შეუძლია დაიცვას ადამიანი თრომბოზების ჩამოყალიბებისგან. გარდა ამისა, კურკუმინს ასევე ახასიათებს ანტიკანცეროგენული და ანტიოქსიდანტური ეფექტი.ჯანჯაფილი — სუპერპროდუქტი, რომელიც ცნობილია ანტიკოაგულანტური თვისებებით. ჯანჯაფილი შეიცავს სალიცილატს, რომელიც საპირინის ძირითადი ქიმიური ელემენტია.მანამდე ორგანიზაცია National Blood Clot Alliance-ის სპეციალისტებმა დაასახელეს ნიშნები, რომლებიც თრომბის ამოცნობაში დაგეხმარებათ. მათი თქმით, ღრმა ვენების თრომბოზი ხასიათდება ფეხის ან ხელის შეშუპებით. ამასთან მას შეიძლება ახლდეს ძლიერი ტკივილი ან დაბუჟება, და ეს ძალიან ჰგავს კუნთის დაჭიმვას.გარდა ამისა, როგორც ექიმები განმარტავენ, დაზიანებული უბნის გარშემო კანმა შეიძლება ფერი შეიცვალოს და მოლურჯო ან წითელი გახდეს. ამასთან ზოგ პაციენტს ასეთ დროს ხელები და ფეხები ჩვეულებრივზე უფრო თბილი აქვს.რაც შეეხება ფილტვებში განვითარებულ თრომბს, ანუ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომია მოულოდნელი დისპნოე (სუნთქვის გაძნელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება). ზოგი პაციენტი ასევე განიცდის მწვავე ტკივილს მკერდის არეში, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება სუნთქვისას.გარდა ამისა, ფილტვებში თრომბის განვითარებაზე ასევე მიანიშნებს სისხლიანი ლორწო ხველებისას.ექიმები ხაზს უსვამენ, რომ თრომბის რისკის ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორებია: წყარო: Daily Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0c/271272240_320:0:1600:960_1920x0_80_0_0_0f46e839b89ffebff6866650d7a3dd68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, თრომბი
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, თრომბი
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ანტიკოაგულანტები, რომლებსაც ექიმები უნიშნავენ პაციენტებს, კარგად ათხელებს სისხლს და შლის თრომბებს, თუმცა ამ მხრივ კარგ ეფექტს ავლენს ზოგი ხილი თუ ბოსტნეულიც, წერს Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ბრიტანეთის ვენებისა და სისხლძარღვების ინსტიტუტის მონაცემებიდან ირკვევა, ხილ-ბოსტნეულში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ბრომელაინი და რუტინი არა მარტო ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას, არამედ უკვე ჩამოყალიბებულსაც შლის.
მიუხედავად ამისა, ექიმების თქმით, თრომბოზის მკურნალობა მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის ხარჯზე რეკომენდებული არ არის, ვინაიდან თრომბის სახლის პირობებში, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობას შესაძლოა სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში პრობლემები მოჰყვეს, კერძოდ, თრომბი დაიძრას და სხეულის სხვა ნაწილში გადაინაცვლოს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, ბრიტანელი ექიმები ცალკე გამოყოფენ ორი სახის სანელებელს, როგორც თრომბოზის პროფილაქტიკურ საშუალებას. ესენია:
კურკუმა — მეცნიერების თქმით, აღნიშნული სანელებელი, მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტის, კურკუმინის მძლავრი ანტითრომბოციტული ეფექტის გამო, ანტიკოაგულანტის მსგავსად მოქმედებს და შეუძლია დაიცვას ადამიანი თრომბოზების ჩამოყალიბებისგან. გარდა ამისა, კურკუმინს ასევე ახასიათებს ანტიკანცეროგენული და ანტიოქსიდანტური ეფექტი.
ჯანჯაფილი — სუპერპროდუქტი, რომელიც ცნობილია ანტიკოაგულანტური თვისებებით. ჯანჯაფილი შეიცავს სალიცილატს, რომელიც საპირინის ძირითადი ქიმიური ელემენტია.
მანამდე ორგანიზაცია National Blood Clot Alliance-ის სპეციალისტებმა
დაასახელეს ნიშნები, რომლებიც თრომბის ამოცნობაში დაგეხმარებათ.
მათი თქმით, ღრმა ვენების თრომბოზი ხასიათდება ფეხის ან ხელის შეშუპებით. ამასთან მას შეიძლება ახლდეს ძლიერი ტკივილი ან დაბუჟება, და ეს ძალიან ჰგავს კუნთის დაჭიმვას.
გარდა ამისა, როგორც ექიმები განმარტავენ, დაზიანებული უბნის გარშემო კანმა შეიძლება ფერი შეიცვალოს და მოლურჯო ან წითელი გახდეს. ამასთან ზოგ პაციენტს ასეთ დროს ხელები და ფეხები ჩვეულებრივზე უფრო თბილი აქვს.
რაც შეეხება ფილტვებში განვითარებულ თრომბს, ანუ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას, მისი ყველაზე ხშირი სიმპტომია მოულოდნელი დისპნოე (სუნთქვის გაძნელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება). ზოგი პაციენტი ასევე განიცდის მწვავე ტკივილს მკერდის არეში, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება სუნთქვისას.
გარდა ამისა, ფილტვებში თრომბის განვითარებაზე ასევე მიანიშნებს სისხლიანი ლორწო ხველებისას.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ თრომბის რისკის ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორებია:
მემკვიდრეობითი მიდრეკილება,
ერთ მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა.