მოსაზრება: სპეცოპერაცია - რუსეთის ანგარიშსწორების გაგრძელება

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
მოსკოვის რეაქცია ყირიმის ხიდზე კიევის მიერ განხორციელებულ ტერაქტზე მკაცრი იყო. რუსეთის სპეცოპერაციამ ახალი სტრატეგია, ძალა და უკომპრომისობა შეიძინა. ოპერაციის მიზანი არ შეცვლილა – უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ოქტომბერს მაღალი სიზუსტის იარაღით მასირებულად შეუტიეს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და სამხედრო ობიექტებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ლვოვსა და კიევს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: „შეტევის მიზანი მიღწეულია. ყველა მონიშნული ობიექტი განადგურებულია“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ რუსეთმა გამოიყენა ხუთი სახის 100-ზე მეტი რაკეტა, უპილოტო აპარატები, ნაცპოლიციამ კი გაავრცელა ინფორმაცია 70 ობიექტის დაზიანებაზე, რომელთაგან 29 კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ხუთი ოლქი ელექტროობისა და კავშირის გარეშე დარჩა.
11 ოქტომბერს, დილით სამიზნეები განადგურდა კიევის, ვინიცის, როვენსკის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ხმელნიცკის ოლქებში; ქალაქებში ზაპოროჟიეში, კრივოი როგში, ვინიცაში, ოდესაში, ოჩაკოვში, ნიკოლაევში, როვნოსა და ლვოვში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადების თანახმად, უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდა 40 რაკეტა, 20 უპილოტო დამრტყმელი აპარატი და კიდევ 20 რუსული ფრთოსანი რაკეტა გზაშია.
საინფორმაციო სფეროში ჩნდება ახალი შეფასებები: „ინფრასტრუქტურული ომი“, „შოკური თერაპია“, „განკითხვის დღე“, რომლებიც ბოლომდე ვერ ასახავს არსს: მოსკოვი იძულებულია მკაცრად და უკომპრომისოდ იმოქმედოს.
ყირიმის ხიდის აფეთქებამდე უკრაინელებმა სამი ტერაქტი მოაწყვეს კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე, სცადეს შავ ზღვაში გაზსადენი „თურქული ნაკადის“ აფეთქება. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კრიტიკული ობიექტების განადგურება ამცირებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ლოგისტიკის, დაზვერვის, კავშირისა და მართვის შესაძლებლობებს.
უკრაინის მთავრობის შეფასებით, სამშაბათს მწყობრიდან გამოიყვანეს ქვეყნის ენერგოსისტემის 15%. რუსული დარტყმების ყოველდღიურად გაგრძელება გარანტირებულად „გამორთავს“ ენერგოსისტემას, კავშირს, სერვერებს, სამხედრო ტექნიკის სარემონტო საწარმოებს, ბანკებს, მასმედიას, ლოგისტიკას და მთელ უკრაინის ეკონომიკას. ვადებს რაც შეეხება, ამერიკელებმა სერბეთსა და ერაყში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის „კოლაფსი“ რამდენიმე კვირაში მოახერხეს.
უკრაინა კვლავ სთხოვს აშშ-ს 300 კმ სიშორის რაკეტებს ATACMS, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებს NASAMS, გამანადგურებლებს F-15 და F-16. აშშ არ ფლობს კომპლექსების საჭირო რაოდენობას, ამასთან, ისინი ტექნიკურად არასრულყოფილია და დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩაბმას ან ნატოს სტანდარტების დამრტყმელი ავიაციის უკრაინისთვის მიწოდებას. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან ცის ჩაკეტვას ითხოვს, ეს კი ტექნოლოგიურად შეუძლებელია.
უკრაინის მხოლოდ 20 საოლქო ცენტრის სახმელეთო ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით ჩასაკეტად საჭიროა Patriot, Iris ან NASAMS ტიპის საშუალო მანძილის 200-მდე კომპლექსი - ეს კი ათობით მილიარდი დოლარია. მაგრამ მთავარი ფული არ არის, ამდენი კომპლექსი ნატოს არსენალში არ მოიძებნება, დამზადებას კი წლები სჭირდება. განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსაც კი არ გააჩნიათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარებული სისტემა.
Х სერიისა და „კალიბრის“ რუსული ფრთოსანი რაკეტები კი პრაქტიკულად მოუხელთებელია, „ისკანდერები“ და „კინჟალები“ უკრაინული რადარების ეკრანებზე უხილავია.
აშშ-ის ანალიტიკური ცენტრების შეფასებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ მცირე 1830 OTR რაკეტასა და მათი გადატანის საშუალებას ფლობს, რაც ნახევარი წლის განმავლობაში დღეში 100 რაკეტის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
12-13 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა უკრაინის თემაზე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამიტის მოწვევა უკრაინის თემაზე. რუსეთი ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს აფრთხილებს არაკონტროლირებადი ესკალაციის საფრთხეზე უკრაინის კონფლიქტში აშშ-ისა და ევროპის აქტიური ჩართულობის გამო.
G7-ის ქვეყნები დღეს უკრაინას ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა არ შეუთავაზებიათ კონკრეტული ნაბიჯები და იარაღი შეიარაღებული ძალებისთვის.
ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი პირდაპირ აცხადებს, რომ ევროკავშირის კეთილდღეობა ციმბირის იაფ ენერგორესურსებზე შენდებოდა, ანუ ევროპელები მდიდრულად რუსეთის წყალობით ცხოვრობდნენ. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ლე მერმა 10 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ უკრაინის კონფლიქტმა ამერიკის ეკონომიკურ ბატონობამდე და ევროპის დასუსტებამდე მიგვიყვანოს“. ღელვა გასაგებია – ამერიკელი პარტნიორი თხევად აირს ევროპაში ოთხჯერ ძვირად ყიდის, ვიდრე თავად შტატებში.
მეორე მხრივ, აშშ-ის არმიის შტაბის ყოფილი მეთაური, გენერალი ჯეკ კინი სავსებით კმაყოფილია: „უკრაინაში ნამცეცები დავაბანდეთ – წელს სულ რაღაც 66 მილიარდი. ეს ბიუჯეტის 1,1%-ია. და გაცილებით დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ. ვაშინგტონმა შეძლო რუსეთის საზღვართან მოსკოვისთვის სერიოზული მეტოქის შექმნა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ხელს შეუშლის აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით, ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში. ამიტომ ასეთი ინვესტიცია უკრაინელებში, რომლებიც აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთს ებრძვიან, ძალიანაც ხელსაყრელია“.
მაგრამ რამდენად მომგებიანია ეს უკრაინელებისთვის? კითხვა რიტორიკულია. უკრაინა დიდ გეოპოლიტიკაში – სახარჯი მასალაა, ვაშინგტონის გლობალური მიზნების მისაღწევი ინსტრუმენტია. ამიტომ მას ნგრევა ელოდება.
თურქული გამოცემა SABAH აღნიშნავს, რომ უკრაინა აქამდე არსებული ფორმით აღარ იარსებებს. მას შემდეგ, რაც რუსეთი მას ზღვაზე გასასვლელს წაართმევს, პოლონეთი მიიტაცებს ქვეყნის დარჩენილ დასავლეთ ნაწილებს. ამიტომ უკრაინა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რა მოსდით ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს უჭერენ მხარს, და ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველა სახელმწიფოსთვის, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებისთვის“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0