https://sputnik-georgia.com/20221012/senaksi-stiqiis-sedegad-dangreuli-xidis-nacvlad-axals-aageben-271285175.html
სენაკში სტიქიის შედეგად ჩანგრეული ხიდის ნაცვლად ახალს ააგებენ
სენაკში სტიქიის შედეგად ჩანგრეული ხიდის ნაცვლად ახალს ააგებენ
Sputnik საქართველო
უამინდობისა და ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარე სამყაროს 76 ოჯახი მოწყდა. 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T20:39+0400
2022-10-12T20:39+0400
2022-10-12T22:29+0400
ახალი ამბები
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267801232_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_3ee5a464f344fddc01bac93cc2adbe72.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები სამეგრელოში უამინდობის შედეგებს ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში დანგრეული ხიდის ნაცვლად ახალი აიგება, მისი მშენებლობა უკვე დაიწყო, იუწყება სამეგრელო–ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია.პროცესს ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, გაეცნო სენაკის მერთან ერთად. ახალი ხიდის აწყობა ოთხ დღეში დასრულდება.უამინდობისა და ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარე სამყაროს 76 ოჯახი მოწყდა.სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ასევე უახლოეს პერიოდში მოხდება წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა.10-11 ოქტომბერს ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია. გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა კერძო სახლების და კორპუსის ეზოები, პირველი სართულები, სარდაფები, დაზიანდა გზები.შიდასახელმწიფო მნიშვნელობის შუა ხორგა–ყულევის გზაზე მოძრაობა დროებით აკრძალულია. ხობის რაიონში უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ხობისწყალი, რის შედეგადაც გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი დაიტბორა.
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267801232_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f7b2d577bfc42432d881251425b70a1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში
სენაკში სტიქიის შედეგად ჩანგრეული ხიდის ნაცვლად ახალს ააგებენ
20:39 12.10.2022 (განახლებულია: 22:29 12.10.2022) უამინდობისა და ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარე სამყაროს 76 ოჯახი მოწყდა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები სამეგრელოში უამინდობის შედეგებს ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში დანგრეული ხიდის ნაცვლად ახალი აიგება, მისი მშენებლობა უკვე დაიწყო, იუწყება სამეგრელო–ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია.
პროცესს ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, გაეცნო სენაკის მერთან ერთად. ახალი ხიდის აწყობა ოთხ დღეში დასრულდება.
უამინდობისა და ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარე სამყაროს 76 ოჯახი მოწყდა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ასევე უახლოეს პერიოდში მოხდება წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა.
10-11 ოქტომბერს ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია. გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა კერძო სახლების და კორპუსის ეზოები, პირველი სართულები, სარდაფები, დაზიანდა გზები.
შიდასახელმწიფო მნიშვნელობის შუა ხორგა–ყულევის გზაზე მოძრაობა დროებით აკრძალულია. ხობის რაიონში უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ხობისწყალი, რის შედეგადაც გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი დაიტბორა.