https://sputnik-georgia.com/20221012/saqartvelosi-mseneblobebze-kadrebis-deficitia-271285476.html
საქართველოში მშენებლობებზე კადრების უკმარისობაა
საქართველოში მშენებლობებზე კადრების უკმარისობაა
Sputnik საქართველო
ქართული კერძო კომპანიები ქვეყანაში კვალიფიციური კადრების სიმცირეს ხშირად უჩივიან. 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T20:57+0400
2022-10-12T20:57+0400
2022-10-12T22:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251072933_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_dc9ab65246024ed465a8c8acc04856a5.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში ყოველი მეორე სამშენებლო კომპანია მზადაა ახალი, თუმცა საჭირო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები დაასაქმოს, განაცხადა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.ქართული კერძო კომპანიები ხშირად უჩივიან ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობას და აღნიშნავენ, რომ ასეთი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილები არის.მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავედ კვალიფიციური მუშახელის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დასრულდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.„ახლა კომპანიებს არა აქვთ გაყიდვების პრობლემა, მაგრამ პირველ პლანზე წამოვიდა მუშახელის დეფიციტი, მათ შორის, კვალიფიციურის. ეს მწვავე პრობლემად იქცა“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.საქართველოს მთავრობაში ამას წინათ განაცხადეს, რომ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის გზით აპირებენ.ამასთანავე, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეორე კვარტალში 18,1% შეადგინა, დაქირავებული თანამშრომლის საშუალო ანაზღაურებამ კი - 1300 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251072933_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_069ebcf741fdef4c2b455a7c3c19a8d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში მშენებლობებზე კადრების უკმარისობაა
20:57 12.10.2022 (განახლებულია: 22:34 12.10.2022) ქართული კერძო კომპანიები ქვეყანაში კვალიფიციური კადრების სიმცირეს ხშირად უჩივიან.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანაში ყოველი მეორე სამშენებლო კომპანია მზადაა ახალი, თუმცა საჭირო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები დაასაქმოს, განაცხადა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ქართული კერძო კომპანიები ხშირად უჩივიან ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობას და აღნიშნავენ, რომ ასეთი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილები არის.
„ყოველი მეორე სამშენებლო კომპანია მზადაა ახალი თანამშრომლის მისაღებად, მაგრამ კომპანიების თითქმის 70-80% აღნიშნავს, რომ მათ სამუშაო ძალის კვალიფიკაციასთან აქვთ პრობლემები. ახლა ძალიან რთულია კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლის მოძებნა, რათა კონკრეტული პროექტი დაიწყოს“, – განაცხადა ვეფხვაძემ ტელეარხ „პალიტრაTV“-ს ეთერში.
მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავედ კვალიფიციური მუშახელის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დასრულდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.
„ახლა კომპანიებს არა აქვთ გაყიდვების პრობლემა, მაგრამ პირველ პლანზე წამოვიდა მუშახელის დეფიციტი, მათ შორის, კვალიფიციურის. ეს მწვავე პრობლემად იქცა“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
საქართველოს მთავრობაში ამას წინათ განაცხადეს, რომ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის გზით აპირებენ.
ამასთანავე, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეორე კვარტალში 18,1% შეადგინა, დაქირავებული თანამშრომლის საშუალო ანაზღაურებამ კი - 1300 ლარი.