სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში - 2021 წლის შედეგები

გამოწერა
2021 წელს საქართველოში საწარმოების ბრუნვის მოცულობა 31,5%-ით გაიზარდა და 150,4 მლრდ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ასევე გაიზარდა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც, რომელმაც 2021 წელს 57,6 მილიარდი ლარი შეადგინა (ზრდა 24,6%). მთლიანი ბრუნვიდან 65,3% მსხვილ ბიზნესს უკავია, 16,2% – საშუალოს, 18,5% კი – მცირე ბიზნესს.
საქართველოს ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულების რაოდენობამ 744,3 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2020 წლის მონაცემზე 5,7%-ით მეტია. დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 58% მამაკაცია, ხოლო 42% – ქალი. გარდა ამისა, დასაქმებულთა 38,2% მსხვილ ბიზნესზე, 19,8% საშუალოზე, დანარჩენი 42,1% კი მცირე ბიზნესზე მოდის.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში 2021 წლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0