https://sputnik-georgia.com/20221012/salome-zurabisvili-ruminetsi-antimoz-iverielis-monasters-ewvia-271259564.html
საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა. 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T12:48+0400
2022-10-12T12:48+0400
2022-10-12T17:56+0400
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
რუმინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0c/271259948_0:0:3019:1699_1920x0_80_0_0_9122e47f9950d743614fc649c492b7ea.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.სალომე ზურაბიშვილი ბუქარესტში 10 ოქტომბერს გაემგზავრა რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის მიწვევით. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა, ასევე ორ ქვეყანას შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია.უწყების ცნობით, ზურაბიშვილს ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამ პლოიეშტიანუმ უმასპინძლა და ტაძრის ისტორიის შესახებ იმ მომენტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელს და კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში მის მოღვაწეობას ეხება.სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ „ქართულ ოთახში“ საქართველოს პრეზიდენტმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.დღეს საქართველოს პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის – ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0c/271259948_288:0:3019:2048_1920x0_80_0_0_b982f77dbe606b9fe34e08d2d40a6476.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, რუმინეთი
საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, რუმინეთი
საქართველოს პრეზიდენტი ბუქარესტში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია
12:48 12.10.2022 (განახლებულია: 17:56 12.10.2022) სალომე ზურაბიშვილმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი ბუქარესტში 10 ოქტომბერს გაემგზავრა რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის მიწვევით. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა, ასევე ორ ქვეყანას შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია.
უწყების ცნობით, ზურაბიშვილს ტაძარში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამ პლოიეშტიანუმ უმასპინძლა და ტაძრის ისტორიის შესახებ იმ მომენტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელს და კულტურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში მის მოღვაწეობას ეხება.
„აღინიშნა, რომ საქართველო–რუმინეთის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, რაც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეფუძნება, და ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებაში ანთიმოზ ივერიელის როლი უმნიშვნელოვანესია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ „ქართულ ოთახში“ საქართველოს პრეზიდენტმა მონასტერს საჩუქრად წმინდა ნინოს ხელნაწერი ხატი გადასცა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის – ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროებში.