„ღვინის დღეები საქართველოში“: ქვეყნის მასშტაბით ახალი ფესტივალი იმართება

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
ღონისძიებები 9-დან 15 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართება.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ დღეს, 12 ოქტომბერს, 17:00 საათიდან სიღნაღში, ლაგოდეხში, ცაგერში, საგურამოსა და ზესტაფონში მოწყობილ საფესტივალო ტერიტორიებზე ტარდება.
საქართველოს მასშტაბით 9-დან 15 ოქტომბრამდე ახალი, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ იმართება.
ფესტივალის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალზე მისულ სტუმრებს აცნობენ როგორ ხდება ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა, პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელია ქართული ღვინის ისტორიის გაცნობა, იმართება სხვადასხვა მასტერ-კლასები, კონცერტები.
ფესტივალს უკვე უმასპინძლეს თელავმა, ბათუმმა, თბილისმა, ბორჯომმა, მარნეულმა, მცხეთამ, ოზურგეთმა, ქუთაისმა, ამბროლაურმა, გორმა, ახალციხემ და დედოფლისწყარომ.
13 ოქტომბერს ღონისძიებები დაგეგმილია მარტვილსა და საგარეჯოში, 14 ოქტომბერს ფესტივალი ჩატარდება ახმეტაში, ბოლნისში, ბაღდათში, ხოლო 15 ოქტომბერს ღვინის ფესტივალს გურჯაანი, ყვარელი და ზუგდიდი უმასპინძლებენ.
ლაგოდეხი
ლაგოდეხში ნაკრძალის ცენტრალური შესასვლელში ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა. სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ქეთი დავლიანიძის კერამიკის მოხატვის მასტერ-კლასი.
ფესტივალის სტუმრებს მასპინძლობს შემეცნებითი საგამოფენო სივრცე – „ქართული ღვინის ისტორია“. ასევე მოეწყობა ქართული ტრადიციული კოსტიუმების გამოფენა.
სტუმრები გაეცნობიან ქართულ კულინარიასაც. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დედას პური, მწვადი, ჩურჩხელა, ნუგბარი, ყველი.
რაც შეეხება მუსიკალურ პროგრამას, ფესტივალის სტუმრებისთვის მღერიან ნეკა სებისკვერაძე და „ჩვენი კვარტეტი”, ხოლო საღამოს დაასრულებს ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი „სუხიშვილები“.
სიღნაღი
ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა სიღნაღის ბულვარში იმართება.
მოწყობილია კვების სივრცე, სადაც წარმოდგენილია დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძები.
ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ ასევე კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა, კერამიკაზე მოხატვის მასტერ-კლასები, ექსკურსიები სიღნაღის მარნებში, შემეცნებითი ინტერაქტიული გამოფენა – „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
საღამოს კი დაასრულებს კონცერტი „ქართული ღვინის მელოდიები“. გამოვლენ: ნუკრი კაპანაძე, აჩიკო ბერიძე, სოფო ხალვაში, ანი კეკუა, საბა კემულარია, სანდრო კობახიძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი, თემურ ყვითელაშვილი.
ცაგერი
ლადო ასათიანის სახელობის სკვერში ფესტივალის პროგრამის მიხედვით დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა, პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, მწვადი. ქართული სუფრა და ფოლკლორი, თიხაზე ძერწვის მასტერ-კლასი და ფოლკლორული ანსამბლი „შარას“ კონცერტი.
ზესტაფონი
ვახტანგ ფხაკაძის სახელობის სკვერში იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვის გარდა წარმოდგენილია კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.
ასევე მოწყობილია სუვენირების კუთხე. საბავშვო გასართობი სივრცეები: სახის თემატური მოხატვა, ღვინის ხელნაკეთი ნივთების დამზადება, თაბაშირის ფიგურების შეღებვა, ყურძნის ჯიშების გამოცნობა, ქვევრის გოლფი, ოჩოფეხა კინტოები, ფიალების და დოქების დამზადების გაკვეთილები, თიხის ჭურჭლის მოხატვის გაკვეთილები.
ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდებათ საგამოფენო სივრცე – „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“, ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანიმენტით და კონცერტი ანსამბლების „შვიდკაცას“, „რანინას“, „გუფი-ლენდის“ მონაწილეობით.
საგურამო
ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში ფესტივალის სტუმრები მოისმენენ დავით ლორთქიფანიძისა და დავით მაღრაძის ღია ლექციას - „საქართველო ღვინის სამშობლო".
ყველა ახალი ამბავი
0