https://sputnik-georgia.com/20221012/poti-bavshvebze-morgebuli-qalaqi-gaxda-271260441.html
ფოთი ბავშვებზე მორგებული ქალაქი გახდება
ფოთი ბავშვებზე მორგებული ქალაქი გახდება
Sputnik საქართველო
ფოთმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3 ათას ქალაქსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში. 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T13:55+0400
2022-10-12T13:55+0400
2022-10-12T19:10+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ფოთის მუნიციპალიტეტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/48/248914886_0:141:3000:1829_1920x0_80_0_0_87e30ca62f8862dee0fda328fff2d38d.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა, რაც ფოთს შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტად გახდეს ბავშვზე ორიენტირებული ქალაქი, ნათქვამია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.უწყების ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმი ფოთის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს („იუნისეფი“) შორის გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ფოთმა აიღო ვალდებულება, ქალაქში განხორციელებული სოციალური, რეკრეაციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმართული იყოს ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა მოაწერეს.მემორანდუმის მიხედვით, ფოთმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3 ათას ქალაქსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბავშვთა უფლებების კონვენციის საფუძველზე, 1996 წლიდან ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. მსოფლიოს ბავშვზე მორგებული ქალაქების ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს ყველა დაინტერესებულ მხარეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24891/48/248914886_188:0:2813:1969_1920x0_80_0_0_69d3ec6e5024edd5e99cdd044303dbf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ფოთის მუნიციპალიტეტი , საზოგადოება
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ფოთის მუნიციპალიტეტი , საზოგადოება
ფოთი ბავშვებზე მორგებული ქალაქი გახდება
13:55 12.10.2022 (განახლებულია: 19:10 12.10.2022) ფოთმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3 ათას ქალაქსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა, რაც ფოთს შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტად გახდეს ბავშვზე ორიენტირებული ქალაქი, ნათქვამია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმი ფოთის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს („იუნისეფი“) შორის გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ფოთმა აიღო ვალდებულება, ქალაქში განხორციელებული სოციალური, რეკრეაციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტები მიმართული იყოს ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.
თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა მოაწერეს.
„მადლობას ვუხდი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს ამ შესაძლებლობისთვის, რომ მოგვცა საშუალება გავიზიაროთ სხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითები და ფოთი გავხადოთ ბავშვების კეთილდღეობაზე უფრო მეტად მორგებული ქალაქი”, – განაცხადა ვაჭარაძემ.
მემორანდუმის მიხედვით, ფოთმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3 ათას ქალაქსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბავშვთა უფლებების კონვენციის საფუძველზე, 1996 წლიდან ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. მსოფლიოს ბავშვზე მორგებული ქალაქების ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს ყველა დაინტერესებულ მხარეს.