დიაბეტით დაავადებული ბავშვები სამედიცინო მომსახურებას ქვეყნის კიდევ ორ რეგიონში მიიღებენ

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიდიაბეტის ცენტრში
დიაბეტის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
დღემდე სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაზე წვდომის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და ამიერიდან დიაბეტით დაავადებული ბავშვები აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას საქართველოს კიდევ ორ რეგიონში მიიღებენ, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
ამ დრომდე პროგრამა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. თუმცა გეოგრაფიული არეალის გაფართოების შემდეგ აღნიშნული სამედიცინო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომი იქნება გურჯაანსა და მარნეულშიც.

სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგ სამედიცინო სერვისებს: ანალიზებს, ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრას (ადგენს სისხლში გლუკოზის შემცველობას ბოლო 2-3 თვის განმავლობაში), დიაბეტით გამოწვეულ თვალის დაავადებათა მონიტორინგს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების პაკეტი მოიცავს ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას (პაციენტის სურვილის შემთხვევაში).
წელს ჯანდაცვის სამინისტრომ პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შეიძინა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და უფასოდ დაარიგა ისინი.
სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგი (CGM) – ეს არის დიაბეტის ეფექტური კონტროლის ტექნოლოგია, რომელიც სადღეღამისო რეჟიმში გლუკოზის დონის ცვლილებების კონტროლის საშუალებას იძლევა.
ამგვარი მოწყობილობები ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების მქონე ბავშვებისთვის, რადგან მათი სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლიათ. ასეთი სისტემები საქართველოში 1,3 ათასზე მეტ ბავშვს სჭირდება.
გარდა ამისა, დიაბეტის მართვის პროგრამაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დიაბეტიანი ბავშვებისთვის ნემსების რაოდენობა გაზარდა. თუ ბავშვები ადრე წელიწადში 300 ერთეულ ნემსს იღებდნენ, ახლა ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა.
ამიერიდან ბავშვები ისარგებლებენ არა 6 ან 8 მმ-იანი შპრიცებით, რაც მათ დისკომფორტს უქმნიდა, არამედ 4 მმ-იანი ნემსებით.
ყველა ახალი ამბავი
0