მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენი: პუტინთან G20-ზე შეხვედრა უაზრობად მიმაჩნია, თუმცა ერთ თემაზე დაველაპარაკებოდი

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინდონეზიაში G20-ის სამიტზე შეხვედრაში აზრს ვერ ვხედავ, თუმცა მზად ვარ ვესაუბრო მას რუსეთში დაპატიმრებული ამერიკის მოქალაქეების თაობაზე, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში.

„[პუტინი] ძალიან ხისტად მოქმედებდა. მიმაჩნია, რომ მან სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. ამიტომაც ვერ ვხედავ აზრს მასთან ახლა შეხვედრაში“, — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა კითხვაზე პასუხად, შეხვდება თუ არა ვლადიმირ პუტინს G20-ის სამიტზე, რომელიც ბალიზე 15-16 ნოემბერს ჩატარდება.

თუმცა, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, თუ პუტინი სამიტზე მასთან მივა და ეტყვის, რომ სურს ამერიკელი კალათბურთელის ბრიტნი გრაინერის თაობაზე საუბარი, რომელსაც რუსულმა სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაშინ შესაძლოა დაელაპარაკოს კიდეც, მაგრამ ასეთი რამის წარმოდგენა უჭირს.
რუსეთის პრეზიდენტის „ბირთვულ განცხადებებზე“ საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინის მუქარებს აქვს დესტაბილიზაციის ეფექტი, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ ის მართლაც გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში.
ამასთან მან არ უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება აშშ-ის პასუხი, თუ რუსეთის პრეზიდენტი მაინც გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. თუმცა განმარტა, რომ პენტაგონს წინასწარ აქვს შემუშავებული მოქმედების გეგმა ასეთი სცენარისთვის.
ინტერვიუში ჯო ბაიდენმა რუს კოლეგას „რაციონალური მოთამაშე“ უწოდა, რომელიც უკრაინის თემაში „სერიოზულად შეცდა“, რადგან ეგონა, რომ უკრაინელები „დაემორჩილებოდნენ“ და რუსულ ჯარებს „ხელგაშლილები შეხვდებოდნენ“.
წყარო: CNN
ყველა ახალი ამბავი
0