აფეთქება ყირიმის ხიდზე: დაკავებულია რვა ადამიანი - „ეფ-ეს-ბე“ დეტალებს ასაჯაროვებს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქებული ყირიმის ხიდი
აფეთქებული ყირიმის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები არიან, იუწყება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტურა იყვნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა სამშენებლო პოლიეთილენის ფირის სახით იყო შენიღბული და 22.770 კილოგრამს იწონიდა“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

უშიშროების სამსახურის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსში გაიგზავნა უკრაინულ კომპანია „ტრანსლოგისტიკ UA“-ს და ბულგარულ Baltex Capital S.A-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით. ბულგარეთიდან ის ჯერ საქართველოს ფოთის პორტში, იქიდან კი სომხეთში გადაიზიდა.
როგორც „ეფ-ეს-ბე“ წერს, აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები: მიხაილ ცურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო; საქართველოს მოქალაქე სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად „ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.
უწყების ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ერევნის ტერმინალ „ტრანსალიანსში“ ტვირთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წესების მიხედვით განაბაჟეს და დოკუმენტები შეცვალეს. იმ მომენტიდან ტვირთის გადამზიდი გახდა შპს „გუ-არ-ჯი გრუპი“ (სომხეთი, ქალაქი ალავერდი), ხოლო მიმღები — შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).
ტვირთმა საქართველო-რუსეთის საზღვარი „ზემო ლარსით“ 4 ოქტომბერს გადაკვეთა საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილი DAF-ით, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე ჩამოიტვირთა.
7 ოქტომბერს, სოლომკოს ხელშეწყობით, უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ზლობამ და კიდევ რუსეთის ხუთმა მოქალაქემ ტვირთის შესახებ დოკუმენტაცია ისევ შეცვალეს. საბუთებში გამგზავნად მითითებული იყო შპს ТЭК-34 (ულიანოვსკი), ხოლო მიმღებად — ყირიმის არარსებული ფირმა.
„იმავე დღეს პალეტები რუსეთის მოქალაქე მაჰირ იუსუბოვის სატვირთო ავტომობილში ჩაიტვირთა, რომელიც სიმფეროპოლისკენ გაემგზავრა, ხოლო 8 ოქტომბრის დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე მოძრაობისას აფეთქდა“, — აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
ამასთან ზუსტდება, რომ ტვირთს მთელ მარშრუტზე აკონტროლებდა უკრაინის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც სქემის მონაწილეები „ივან ივანიჩის“ სახელით იცნობდნენ. მოქმედებათა კოორდინაციისთვის ის კრემენჩუგში მცხოვრები სერგეი ანდრეიჩენკოს სახელზე დარეგისტრირებულ ვირტუალურ ანონიმურ ნომერსა და ტელეფონს იყენებდა.
როგორც ცნობილია, ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ ნავთობგადამზიდი ეშელონის ცისტერნებს ცეცხლი წაეკიდა, ჩაინგრა ხიდის ნაწილი, დაიღუპა ოთხი ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0