ხობში მდინარემ 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
მამაკაცი სახლიდან შეშის მოსატანად გავიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მდინარე ჭანისწყალმა 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მამაკაცი, სავარაუდოდ, სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრია. მას ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან შეშის მოსატანად გავიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.
ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0