https://sputnik-georgia.com/20221011/saudis-arabeti-opec-ass-271227004.html
ამერიკელი სენატორი საუდის არაბეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკელი სენატორი საუდის არაბეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს საუდის არაბეთთან OPEC+-ის გადაწყვეტილების გამო – შეამციროს ნავთობის... 11.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-11T12:24+0400
2022-10-11T12:24+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
opec
აშშ
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266314554_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_6f34331b34ad11b6b7e8330a3c911081.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს საუდის არაბეთთან OPEC+-ის გადაწყვეტილების გამო – შეამციროს ნავთობის სადღეღამისო მოპოვება 2 მლნ ბარელით, მიაჩნია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რობერტ მენდესს.მენდესის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება „საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან“ გამომდინარე მიიღო.სენატორის აზრით, ვაშინგტონმა ერ-რიადთან თანამშრომლობა ყველა ასპექტში უნდა გაყინოს, „შეიარაღების გაყიდვისა და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის“ ჩათვლით. მენდესს მიაჩნია, რომ ასეთი ზომები აუცილებელია ამერიკელი სამხედროებისა და მათი ინტერესების დასაცავად.ამასთან რობერტ მენდესმა განაცხადა, რომ ის, როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, არ დაუჭერს მხარს საუდის არაბეთთან არანაირ თანამშრომლობას მანამ, სანამ ეს სამეფო უკრაინაში კონფლიქტის მიმართ პოზიციას არ შეიცვლის.მანამდე, 5 ოქტომბერს OPEC+-ის ქვეყნები ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამასთან საუდის არაბეთისა და რუსეთის კვოტები 500–500 ათასი ბარელით დაიწევს. ვაშინგტონმა „ოპეკის“ გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა და ორგანიზაციას რუსეთთან სოლიდარობის გამო უსაყვედურა. OPEC+-ის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში შედის ძალაში, ნავთობის მსოფლიო ფასებმა უკვე აიწია. ექსპერტების აზრით, უახლოეს თვეებში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266314554_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_4e976150c58baf7d600fb82917ddab0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
opec, აშშ , პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
opec, აშშ , პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ამერიკელი სენატორი საუდის არაბეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვს
12:24 11.10.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს საუდის არაბეთთან OPEC+-ის გადაწყვეტილების გამო – შეამციროს ნავთობის სადღეღამისო მოპოვება 2 მლნ ბარელით, მიაჩნია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რობერტ მენდესს.
მენდესის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება „საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან“ გამომდინარე მიიღო.
სენატორის აზრით, ვაშინგტონმა ერ-რიადთან თანამშრომლობა ყველა ასპექტში უნდა გაყინოს, „შეიარაღების გაყიდვისა და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის“ ჩათვლით. მენდესს მიაჩნია, რომ ასეთი ზომები აუცილებელია ამერიკელი სამხედროებისა და მათი ინტერესების დასაცავად.
ამასთან რობერტ მენდესმა განაცხადა, რომ ის, როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, არ დაუჭერს მხარს საუდის არაბეთთან არანაირ თანამშრომლობას მანამ, სანამ ეს სამეფო უკრაინაში კონფლიქტის მიმართ პოზიციას არ შეიცვლის.
მანამდე, 5 ოქტომბერს OPEC+-ის ქვეყნები ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამასთან საუდის არაბეთისა და რუსეთის კვოტები 500–500 ათასი ბარელით დაიწევს. ვაშინგტონმა „ოპეკის“ გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა და ორგანიზაციას რუსეთთან სოლიდარობის გამო უსაყვედურა. OPEC+-ის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში შედის ძალაში, ნავთობის მსოფლიო ფასებმა უკვე აიწია. ექსპერტების აზრით, უახლოეს თვეებში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.