https://sputnik-georgia.com/20221011/saqartvelos-istoria-giorgi-brwyinvale-271239844.html
როგორ „შეარიგა“ გიორგი ბრწყინვალემ ქართველი „მონტეკები და კაპულეტები“
როგორ „შეარიგა“ გიორგი ბრწყინვალემ ქართველი „მონტეკები და კაპულეტები“
Sputnik საქართველო
ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ ქართველებს ჩვენი „მონტეკები და კაპულეტები“ გვყავდა, ანუ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული საგვარეულოები არაგვის... 11.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-11T17:03+0400
2022-10-11T17:03+0400
2022-10-11T22:32+0400
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271239651_944:435:1920:984_1920x0_80_0_0_bb889730693032a963008f03d13b9fb3.jpg
XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში არსებული ანარქიით კარგად ისარგებლეს მოთარეშე ოსებმა და მთელი შიდა ქართლი მოაოხრეს, სანამ გიორგი ბრწყინვალემ არ მოუღო ბოლო მათ ყაჩაღობას.სამი წელი მოანდომეს ქართველებმა გორის აღებასა და ოსებისგან მთელი შიდა ქართლის გაწმენდას, რის შემდეგაც, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს, მეფე გიორგიმ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი გზებიც დაიკავა, გაამაგრა ისინი და ასე „დაამშვიდა ქართლი ოსთაგან“.ამ ბრძოლებში ქსნისა და არაგვის საერისთავოებიდან გამოყვანილმა მთიელმა მეომრებმა ფრიად ისახელეს თავი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ოსნი განდევნეს, ხმლები ქარქაშში ჩააგეს და უკან გაბრუნდნენ, ცილობა დაიწყეს, თუ რომელმა საერისთავომ იყოჩაღა უფრო.არაგველები თავს დებდნენ, ჩვენ მეტი წვლილი მიგვიძღვის ამ გამარჯვებაში, ვიდრე ქსნის ხეობელებსო, ქსანელები კი, პირიქით, არაგველებს ნაკლებ გარჯაში სდებდნენ ბრალს და გამარჯვებას მთლიანად თავად მიიწერდნენ. საბოლოოდ კამათი დიდ ხმალთაკვეთებაში გადაიზარდა და ერთმანეთს უგუნურად შეაწყდნენ ომსა და ჭირ-ვარამში ერთად გამოვლილი, გამარჯვების სიხარულის ერთად ნაგემი ქართველები.ამ შეტაკებაში ქსნის ერისთავებმა, ქვენიფნეველებმა (ბიბილურებმა) არაგველები დაჯაბნეს, დაამარცხეს და ჟინმოკლულებმა მიაშურეს თავიანთ სამფლობელოს. მაგრამ დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. შურისძიებით აღვსილი დამცირებული არაგველები ქსნის ხეობას შეესივნენ და იქაურობა გააპარტახეს. ახლა ქვენიფნეველები აღივსნენ შურისძიების წყურვილით, მომხდურის უპასუხოდ დატოვება მიუღებელი იყო მათთვის. დიდხანს არ შეუნახავთ ჯავრი გულში, არაგვის საერისთავო დალაშქრეს...და ეს უაზრო ომი თითქმის ოცი წელი გაგრძელდა, რაზეც მემატიანე წერს:ამ ბრძოლებში თითქმის მთლიანად გაწყდა ბაზლიძეთა სახსენებელი, რომელთა არსებობის დასტურად დღეს მხოლოდ ბაზალეთის ტბის სახელწოდებაღაა შემორჩენილი. სწორედ ის გვახსენებს, რომ ეს მიწა-წყალი ერთ დროს მრისხანე და ცხელსისხლიანი ბაზლიძეების სამფლობელო იყო.უკეთესი დღე არც ქვენიფნეველებს დაადგათ. მართალია, ბიბილურები კიდეც გადარჩნენ და ერისთავობაც შეინარჩუნეს, მაგრამ მამული კი მეტად გაუპარტახდათ. ამას ზედ დაერთო ცხაოტელებსა და ჟამურელებს (დვალები) შორის გაჩაღებული სისხლიანი დაპირისპირებაც, რამაც თვრამეტი ხევისბერის სიცოცხლე შეიწირა. „წვრილ ერს“ კი უკვე აღარც ანგარიშობდნენ.და ასე უსამიზნოდ შეაწყდა ერთმანეთს ათასობით თანამოძმე არაფრის გულისთვის, რითაც კარგად ისარგებლეს სხვადასხვა ჯურის ქვეგამხედვრებმა — ძარცვა-გლეჯამ და ყაჩაღობამ მასიური ხასიათი მიიღო და მთაში გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა.ვერაფერს გახდა ქსანელ-არაგველთა დასაზავებლად მთაში საგანგებოდ ასული უფლისწული დავითი. მეფე გიორგი მეხუთის ძემ ლომისაში მუხლებზეც დააჩოქა მთიელები, ხატებზეც დააფიცა ქსნისხეველები და არაგველები, მაგრამ უაზრო ხოცვა-ჟლეტას მაინც არა და არ მოეღო ბოლო. და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ მეფე გიორგი მეხუთემ (ბრწყინვალე) დიდი ლაშქრით მთიანეთს არ მიაშურა, რათა მოსისხართა შორის მშვიდობა იარაღის ძალით დაემყარებინა.დარიალამდე იარა მეფემ და სადაც წინააღმდეგობას წააწყდა, უგუნურნი ყველგან სასტიკად დასაჯა. უკან გამობრუნებული ლომისას დადგა, ხევისბერნი და თემობა ბჭობად იწვია.მეფემ მკაცრად განუცხადა მთიელებს, სიცოცხლის ფასად გაზღვევინებთო ყველას, განურჩევლად წარმომავლობისა, ვინც კვლავაც გაბედავს „უსამართლობასა და მძლავრებულობას“, განუკითხავ მკვლელობას, ციხეთა დაქცევას, სხვისი ცოლის წაგვრას, საფლავთა ხელყოფასა და სხვა უკეთურობასო.მეტად მძიმე წონა ჰქონდა გიორგი ბრწყინვალის სიტყვას და გაჭრა მისმა მუქარამ — მტრად მოკიდებული მთიელები შერიგების გუნებაზე დადგნენ.ქსან-არაგველები რომ შეარიგა, გიორგი ბრწყინვალე ცხაოტელებისა და ჟამურელების სისხლიან დაპირისპირებაშიც ჩაერია, იქაც ბრძანა თავისი მეფური სიტყვა და საქართველოს მთიანეთი საბოლოოდ დააწყნარა.შემდეგ კი სპეციალურად საქართველოს მთიანეთისთვის შეადგინა ქართული სამართლის წიგნი „ძეგლის დადება“, რითაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ყოფა ისევ საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცია და მშფოთვარე რეგიონში საბოლოოდ განიმტკიცა ძალაუფლება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0b/271239651_196:0:1748:1164_1920x0_80_0_0_f60d45e853e040fd0836e8d8160b13ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
როგორ „შეარიგა“ გიორგი ბრწყინვალემ ქართველი „მონტეკები და კაპულეტები“
17:03 11.10.2022 (განახლებულია: 22:32 11.10.2022) ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ ქართველებს ჩვენი „მონტეკები და კაპულეტები“ გვყავდა, ანუ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული საგვარეულოები არაგვის ერისთავების — შაბურისძეებისა და ქსნის ერისთავების — ბიბილურების სახით.
XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში არსებული ანარქიით კარგად ისარგებლეს მოთარეშე ოსებმა და მთელი შიდა ქართლი მოაოხრეს, სანამ გიორგი ბრწყინვალემ არ მოუღო ბოლო მათ ყაჩაღობას.
სამი წელი მოანდომეს ქართველებმა გორის აღებასა და ოსებისგან მთელი შიდა ქართლის გაწმენდას, რის შემდეგაც, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს, მეფე გიორგიმ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმომავალი გზებიც დაიკავა, გაამაგრა ისინი და ასე „დაამშვიდა ქართლი ოსთაგან“.
ამ ბრძოლებში ქსნისა და არაგვის საერისთავოებიდან გამოყვანილმა მთიელმა მეომრებმა ფრიად ისახელეს თავი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ოსნი განდევნეს, ხმლები ქარქაშში ჩააგეს და უკან გაბრუნდნენ, ცილობა დაიწყეს, თუ რომელმა საერისთავომ იყოჩაღა უფრო.
არაგველები თავს დებდნენ, ჩვენ მეტი წვლილი მიგვიძღვის ამ გამარჯვებაში, ვიდრე ქსნის ხეობელებსო, ქსანელები კი, პირიქით, არაგველებს ნაკლებ გარჯაში სდებდნენ ბრალს და გამარჯვებას მთლიანად თავად მიიწერდნენ. საბოლოოდ კამათი დიდ ხმალთაკვეთებაში გადაიზარდა და ერთმანეთს უგუნურად შეაწყდნენ ომსა და ჭირ-ვარამში ერთად გამოვლილი, გამარჯვების სიხარულის ერთად ნაგემი ქართველები.
ამ შეტაკებაში ქსნის ერისთავებმა, ქვენიფნეველებმა (ბიბილურებმა) არაგველები დაჯაბნეს, დაამარცხეს და ჟინმოკლულებმა მიაშურეს თავიანთ სამფლობელოს. მაგრამ დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. შურისძიებით აღვსილი დამცირებული არაგველები ქსნის ხეობას შეესივნენ და იქაურობა გააპარტახეს. ახლა ქვენიფნეველები აღივსნენ შურისძიების წყურვილით, მომხდურის უპასუხოდ დატოვება მიუღებელი იყო მათთვის. დიდხანს არ შეუნახავთ ჯავრი გულში, არაგვის საერისთავო დალაშქრეს...
და ეს უაზრო ომი თითქმის ოცი წელი გაგრძელდა, რაზეც მემატიანე წერს:
„უსამართლობა და მძლავრობა ქმნილიყო ერთმანეთსა ზედა ერთმანეთ ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა სიკვდილი და ცოლის წაგვრა“.
ამ ბრძოლებში თითქმის მთლიანად გაწყდა ბაზლიძეთა სახსენებელი, რომელთა არსებობის დასტურად დღეს მხოლოდ ბაზალეთის ტბის სახელწოდებაღაა შემორჩენილი. სწორედ ის გვახსენებს, რომ ეს მიწა-წყალი ერთ დროს მრისხანე და ცხელსისხლიანი ბაზლიძეების სამფლობელო იყო.
უკეთესი დღე არც ქვენიფნეველებს დაადგათ. მართალია, ბიბილურები კიდეც გადარჩნენ და ერისთავობაც შეინარჩუნეს, მაგრამ მამული კი მეტად გაუპარტახდათ. ამას ზედ დაერთო ცხაოტელებსა და ჟამურელებს (დვალები) შორის გაჩაღებული სისხლიანი დაპირისპირებაც, რამაც თვრამეტი ხევისბერის სიცოცხლე შეიწირა. „წვრილ ერს“ კი უკვე აღარც ანგარიშობდნენ.
და ასე უსამიზნოდ შეაწყდა ერთმანეთს ათასობით თანამოძმე არაფრის გულისთვის, რითაც კარგად ისარგებლეს სხვადასხვა ჯურის ქვეგამხედვრებმა — ძარცვა-გლეჯამ და ყაჩაღობამ მასიური ხასიათი მიიღო და მთაში გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა.
ვერაფერს გახდა ქსანელ-არაგველთა დასაზავებლად მთაში საგანგებოდ ასული უფლისწული დავითი. მეფე გიორგი მეხუთის ძემ ლომისაში მუხლებზეც დააჩოქა მთიელები, ხატებზეც დააფიცა ქსნისხეველები და არაგველები, მაგრამ უაზრო ხოცვა-ჟლეტას მაინც არა და არ მოეღო ბოლო. და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ მეფე გიორგი მეხუთემ (ბრწყინვალე) დიდი ლაშქრით მთიანეთს არ მიაშურა, რათა მოსისხართა შორის მშვიდობა იარაღის ძალით დაემყარებინა.
დარიალამდე იარა მეფემ და სადაც წინააღმდეგობას წააწყდა, უგუნურნი ყველგან სასტიკად დასაჯა. უკან გამობრუნებული ლომისას დადგა, ხევისბერნი და თემობა ბჭობად იწვია.
მეფემ მკაცრად განუცხადა მთიელებს, სიცოცხლის ფასად გაზღვევინებთო ყველას, განურჩევლად წარმომავლობისა, ვინც კვლავაც გაბედავს „უსამართლობასა და მძლავრებულობას“, განუკითხავ მკვლელობას, ციხეთა დაქცევას, სხვისი ცოლის წაგვრას, საფლავთა ხელყოფასა და სხვა უკეთურობასო.
მეტად მძიმე წონა ჰქონდა გიორგი ბრწყინვალის სიტყვას და გაჭრა მისმა მუქარამ — მტრად მოკიდებული მთიელები შერიგების გუნებაზე დადგნენ.
ქსან-არაგველები რომ შეარიგა, გიორგი ბრწყინვალე ცხაოტელებისა და ჟამურელების სისხლიან დაპირისპირებაშიც ჩაერია, იქაც ბრძანა თავისი მეფური სიტყვა და საქართველოს მთიანეთი საბოლოოდ დააწყნარა.
შემდეგ კი სპეციალურად საქართველოს მთიანეთისთვის შეადგინა ქართული სამართლის წიგნი „ძეგლის დადება“, რითაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ყოფა ისევ საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცია და მშფოთვარე რეგიონში საბოლოოდ განიმტკიცა ძალაუფლება.