საქართველო „ევრო 2024“-ის შესარჩევ ტურნირს ნორვეგიის წინააღმდეგ საშინაო მატჩით დაიწყებს

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები „ევრო-2024“-ის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლას ნორვეგიის ნაკრებთან საშინაო მატჩით დაიწყებს.
„ევრო 2024“-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში კვირას გაიმართა. მასში 53-მა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრები მოხვდა А ჯგუფში: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი.
უეფამ „ევრო 2024“-ის შესარჩევი ციკლის მატჩების განრიგი დაამტკიცა:
28.03.23 - საქართველო - ნორვეგია
17.06.23 - კვიპროსი - საქართველო
20.06.23 - შოტლანდია - საქართველო
09.08.23 - საქართველო - ესპანეთი
09.11.23 - ნორვეგია - საქართველო
15.10.23 - საქართველო - კვიპროსი
16.11.23 - საქართველო - შოტლანდია
19.11.23 - ესპანეთი - საქართველო.
ევროპის ჩემპიონატზე თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა. პლეი-ოფში ადგილებს მიიღებს ასევე ერთა ლიგის საუკეთესო ორი გუნდი, რომლებიც ფინალურ ტურნირზე უშუალოდ საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით ვერ მოხვდებიან. „ევრო 2024“ გერმანიის ათ ქალაქში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. გახსნის მატჩს უმასპინძლებს „არენა მიუნხენი“, ხოლო ფინალი ბერლინში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0