https://sputnik-georgia.com/20221011/romis-romi-271244883.html
რით სჯობს ღომის ღომი სიმინდისას: უპირატესობა და სასარგებლო თვისებები
რით სჯობს ღომის ღომი სიმინდისას: უპირატესობა და სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძი − ღომი ერთხელ მაინც არ გაესინჯოს. მაგრამ ღომს დღეს სიმინდის ფქვილისგან... 11.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-11T16:33+0400
2022-10-11T16:33+0400
2022-10-11T22:23+0400
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23113/94/231139497_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_9a5c69d1d39334ee37b3a85fcad6f7ce.jpg
საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძი − ღომი ერთხელ მაინც არ გაესინჯოს. მაგრამ ღომს დღეს სიმინდის ფქვილისგან აკეთებენ და ბევრმა არ იცის, რომ ის საუკუნეების განმავლობაში ამავე სახელწოდების მარცვლეული კულტურისგან მზადდებოდა.საქართველოში, განსაკუთრებით, მის დასავლეთ ნაწილში უხსოვარი დროიდან ვიდრე მე-17 საუკუნემდე ძირითადი სასურსათო კულტურა სწორედ ღომი იყო. კოლხები და მათი მონათესავე ტომები ღომის კილგაცლილი მარცვლისგან სქელ ფაფას ამზადებდნენ, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ღომის ღომს უწოდებდა.ღომის ღომს მეგრულად „ჩხვერს“ ეძახდნენ. სამეგრელოში მცხოვრები უხუცესების გადმოცემით, ღომის მარცვლისგან ასევე ამზადებდნენ „ჩხუკას“ − ფაფას, რომელიც ნიგვზითა და თაფლით იყო შეზავებული და ეს საუცხოო კონცენტრირებულ საკვებად მიიჩნეოდა.გარდა ამისა, ღომს სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებდნენ. მისგან მზადდებოდა გაციების საწინააღმდეგო წამალი, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობაში „ტიბუს“ სახელით იყო ცნობილი.დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ღომის ღომს, როგორც ადვილად მოსანელებელ დიეტურ საკვებს, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდაც იყენებდა.როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღომის მარცვალი მრავლად შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს და შეუძლია მთლიანად შეავსოს ადამიანის დღიური რაციონი. ღომი, გარდა იმისა, რომ დიეტური საკვებია, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკური საშუალებაცაა. ამასთან ღომი კეთილმყოფელ გავლენას ახდენდა ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. ცნობილი ფაქტია, რომ, ვინც ღომის ღომით იკვებებოდა, მეტ სიმხნევესა და შრომისუნარიანობას გრძნობდა.სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ღომი თითქმის აღარ მოჰყავთ. ზოგი ექსპერტის აზრით, ღომის გადაშენების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მისი მარცვლის გამოცეხვა (კილის მოცილება, რომელიც ძალიან მჭიდროდ ეკვროდა მარცვალს) მეტად ძნელი საქმე იყო. მით უმეტეს, რომ საამისოდ ძალიან პრიმიტიული ხელსაწყო — „ჩამურა“ გამოიყენებოდა.ამიტომ, როცა საქართველოში შედარებით იოლად მოსავლელმა სიმინდმა კარგად მოიკიდა ფეხი, ღომი მხოლოდ იმისთვისღა მოჰყავდათ, რომ საპატიო სტუმრებს გამასპინძლებოდნენ უგემრიელესი კერძით.სხვათა შორის, ღომისგან ღომის მომზადება ბევრად მარტივია, ვიდრე სიმინდისგან. საქმე ისაა, რომ ღომს წვრილი მარცვლები აქვს და დაფქვა არ სჭირდება. გარეცხილი ღომი პირდაპირ იყრება ადუღებულ წყალში და კარგად იხარშება.ნატა პატარაია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23113/94/231139497_121:0:1454:1000_1920x0_80_0_0_ae7a0d81d11e63e89484612f03c6e26d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძი − ღომი ერთხელ მაინც არ გაესინჯოს. მაგრამ ღომს დღეს სიმინდის ფქვილისგან აკეთებენ და ბევრმა არ იცის, რომ ის საუკუნეების განმავლობაში ამავე სახელწოდების მარცვლეული კულტურისგან მზადდებოდა.
საქართველოში, განსაკუთრებით, მის დასავლეთ ნაწილში უხსოვარი დროიდან ვიდრე მე-17 საუკუნემდე ძირითადი სასურსათო კულტურა სწორედ ღომი იყო. კოლხები და მათი მონათესავე ტომები ღომის კილგაცლილი მარცვლისგან სქელ ფაფას ამზადებდნენ, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ღომის ღომს უწოდებდა.
ღომის ღომს მეგრულად „ჩხვერს“ ეძახდნენ. სამეგრელოში მცხოვრები უხუცესების გადმოცემით, ღომის მარცვლისგან ასევე ამზადებდნენ „ჩხუკას“ − ფაფას, რომელიც ნიგვზითა და თაფლით იყო შეზავებული და ეს საუცხოო კონცენტრირებულ საკვებად მიიჩნეოდა.
გარდა ამისა, ღომს სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებდნენ. მისგან მზადდებოდა გაციების საწინააღმდეგო წამალი, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობაში „ტიბუს“ სახელით იყო ცნობილი.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ღომის ღომს, როგორც ადვილად მოსანელებელ დიეტურ საკვებს, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდაც იყენებდა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღომის მარცვალი მრავლად შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს და შეუძლია მთლიანად შეავსოს ადამიანის დღიური რაციონი.
ღომი, გარდა იმისა, რომ დიეტური საკვებია, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკური საშუალებაცაა. ამასთან ღომი კეთილმყოფელ გავლენას ახდენდა ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. ცნობილი ფაქტია, რომ, ვინც ღომის ღომით იკვებებოდა, მეტ სიმხნევესა და შრომისუნარიანობას გრძნობდა.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ღომი თითქმის აღარ მოჰყავთ. ზოგი ექსპერტის აზრით, ღომის გადაშენების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მისი მარცვლის გამოცეხვა (კილის მოცილება, რომელიც ძალიან მჭიდროდ ეკვროდა მარცვალს) მეტად ძნელი საქმე იყო. მით უმეტეს, რომ საამისოდ ძალიან პრიმიტიული ხელსაწყო — „ჩამურა“ გამოიყენებოდა.
ამიტომ, როცა საქართველოში შედარებით იოლად მოსავლელმა სიმინდმა კარგად მოიკიდა ფეხი, ღომი მხოლოდ იმისთვისღა მოჰყავდათ, რომ საპატიო სტუმრებს გამასპინძლებოდნენ უგემრიელესი კერძით.
სხვათა შორის, ღომისგან ღომის მომზადება ბევრად მარტივია, ვიდრე სიმინდისგან. საქმე ისაა, რომ ღომს წვრილი მარცვლები აქვს და დაფქვა არ სჭირდება. გარეცხილი ღომი პირდაპირ იყრება ადუღებულ წყალში და კარგად იხარშება.