https://sputnik-georgia.com/20221011/menabdisvili-saqartvelosi-gacnda-sicocxlistvis-sasisi-kluburi-narkotiki-271251092.html
მენაბდიშვილი: საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში კლუბური ნარკოტიკი გაჩნდა
მენაბდიშვილი: საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში კლუბური ნარკოტიკი გაჩნდა
Sputnik საქართველო
ყველა საკლუბო ნარკოტიკი კუსტარულად არის დამზადებული, აღნიშნა ექსპერტმა. 11.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-11T20:10+0400
2022-10-11T20:10+0400
2023-08-17T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/03/249353524_0:226:1920:1306_1920x0_80_0_0_3f344f67d6c55a3d1ff655642777f1b1.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში კლუბური ნარკოტიკები შეიცავს ფენტანილს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ოპიოიდები, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ამის შესახებ ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.მისი თქმით, ყველა ეს ნარკოტიკი კუსტარულად არის დამზადებული.ფენტანილი რამდენიმე ათეულჯერ უფრო ძლიერია ჰეროინზე და კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი. მას იყენებენ ისეთი ცხოველების დასაძინებლად, როგორიც არის სპილო ან ვეფხვი.ნარკომანიის პრობლემაზე საუბრისას მენაბდიშვილმა აღნიშნა, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების 99% მძიმე ნარკოტიკზე სწორედ მარიხუანიდან გადავიდა.რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლის მოსწავლეებში შემცირდა ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება, ისევე, როგორც მათი ხელმისაწვდომობა ნარკოტიკებზე, მაგრამ 15-16 წლის მოზარდებში მარიხუანის მოხმარება 3%-ით გაიზარდა.კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 280 სკოლიდან 3000-მდე მოსწავლემ მიიღო.მენაბდიშვილმა აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს ფსიქოზს, აგრესიას, ინვალიდობას და უშვილობას.დღეისათვის მარიხუანის მოხმარება დაშვებულია მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, თუ სახლში არ იმყოფება არასრულწლოვანი პირი.მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და 800-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.მარიხუანის მოხმარება აკრძალულია 21 წლამდე პირებისთვის. აღნიშნული დანაშაული ასევე ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.მარიხუანის მოხმარება იკრძალება სამსახურშიც. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს 1 ათასიდან 1,5 ათასამდე ლარის ოდენობით ჯარიმას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/03/249353524_58:167:1755:1440_1920x0_80_0_0_da968d1ad1601ea8fa4db4b92c85f167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ექიმის რჩევები
მენაბდიშვილი: საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში კლუბური ნარკოტიკი გაჩნდა
20:10 11.10.2022 (განახლებულია: 10:49 17.08.2023) ყველა საკლუბო ნარკოტიკი კუსტარულად არის დამზადებული, აღნიშნა ექსპერტმა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში კლუბური ნარკოტიკები შეიცავს ფენტანილს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ოპიოიდები, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ამის შესახებ ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ეს ნარკოტიკი კუსტარულად არის დამზადებული.
„საუბარია იმაზე, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკები - მეტამფეტამინი, ამფეტამინი და ექსტაზი შეიცავენ ფენტანილს“, – განაცხადა მენაბდიშვილმა და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ფენტანილი რამდენიმე ათეულჯერ უფრო ძლიერია ჰეროინზე და კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი. მას იყენებენ ისეთი ცხოველების დასაძინებლად, როგორიც არის სპილო ან ვეფხვი.
ნარკომანიის პრობლემაზე საუბრისას მენაბდიშვილმა აღნიშნა, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების 99% მძიმე ნარკოტიკზე სწორედ მარიხუანიდან გადავიდა.
რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლის მოსწავლეებში შემცირდა ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება, ისევე, როგორც მათი ხელმისაწვდომობა ნარკოტიკებზე, მაგრამ 15-16 წლის მოზარდებში მარიხუანის მოხმარება 3%-ით გაიზარდა.
კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 280 სკოლიდან 3000-მდე მოსწავლემ მიიღო.
მენაბდიშვილმა აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს ფსიქოზს, აგრესიას, ინვალიდობას და უშვილობას.
დღეისათვის მარიხუანის მოხმარება დაშვებულია მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, თუ სახლში არ იმყოფება არასრულწლოვანი პირი.
მოქმედი კანონმდებლობით მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ადგილებში მარიხუანის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და 800-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მარიხუანის მოხმარება აკრძალულია 21 წლამდე პირებისთვის. აღნიშნული დანაშაული ასევე ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და 500-დან 1,5 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მარიხუანის მოხმარება იკრძალება სამსახურშიც. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს 1 ათასიდან 1,5 ათასამდე ლარის ოდენობით ჯარიმას.