მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულებისა და ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ ბათუმის აეროპორტის გავლით თურქეთიდან შემოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტის სამკაულები.
მეორე შემთხვევაში კი საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავით სომხეთიდან საქართველოში სარეალიზაციოდ შემოიტანეს 300 გრამამდე ოქროს ნაკეთობები.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42.383 ლარი შეადგინა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0