https://sputnik-georgia.com/20221011/liz-trasi-nato-271225138.html
ლიზ ტრასი G7-ის სხდომაზე ნატოს ლიდერთა საგანგებო შეხვედრას მოითხოვს
ლიზ ტრასი G7-ის სხდომაზე ნატოს ლიდერთა საგანგებო შეხვედრას მოითხოვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. დღეს G7-ის ქვეყნები საგანგებო სხდომას გამართავენ, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინის გუშინდელ სარაკეტო... 11.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-11T11:00+0400
2022-10-11T11:00+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დიდი შვიდეული
დიდი ბრიტანეთი
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0b/268390818_0:0:3106:1747_1920x0_80_0_0_79e69cb3852d4e5db51a94fdcbc4b41f.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. დღეს G7-ის ქვეყნები საგანგებო სხდომას გამართავენ, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინის გუშინდელ სარაკეტო დაბომბვაზე იმსჯელებენ.არსებული ცნობით, სხდომა ონლაინ-ფორმატში ჩატარდება და მასში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხდომაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა საგანგებო შეხვედრის ჩატარებას, ასევე მკაცრი ანტირუსული სანქციების შენარჩუნებას მოითხოვს.როგორც ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტრასს ნატოს ლიდერების შეხვედრა აუცილებლად მიაჩნია, რათა მოკავშირეებმა „პუტინის მოქმედებების მიმართ ერთიანი და მტკიცე“ პოზიცია დააფიქსირონ.10 ოქტომბერს რუსეთმა, პირველად რამდენიმე თვის განმავლობაში, მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე, რასაც, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევის გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც მოჰყვა.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0b/268390818_187:0:2918:2048_1920x0_80_0_0_5ffc652767fbb65316b1a08246104a68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დიდი შვიდეული, დიდი ბრიტანეთი , ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დიდი შვიდეული, დიდი ბრიტანეთი , ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. დღეს G7-ის ქვეყნები საგანგებო სხდომას გამართავენ, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინის გუშინდელ სარაკეტო დაბომბვაზე იმსჯელებენ.
არსებული ცნობით, სხდომა ონლაინ-ფორმატში ჩატარდება და მასში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხდომაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა საგანგებო შეხვედრის ჩატარებას, ასევე მკაცრი ანტირუსული სანქციების შენარჩუნებას მოითხოვს.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტრასს ნატოს ლიდერების შეხვედრა აუცილებლად მიაჩნია, რათა მოკავშირეებმა „პუტინის მოქმედებების მიმართ ერთიანი და მტკიცე“ პოზიცია დააფიქსირონ.
„არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ოდნავაც არ უნდა შევასუსტოთ სურვილი იმისა, რომ დავეხმაროთ [უკრაინელებს] გამარჯვებაში“, − ნათქვამია განცხადებაში.
10 ოქტომბერს რუსეთმა, პირველად რამდენიმე თვის განმავლობაში, მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე, რასაც, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევის გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც მოჰყვა.