https://sputnik-georgia.com/20221011/babunizis-rvinoebi-271237965.html
„წარმოშობით“ მეღვინეები, ანუ ერთი კახური ოჯახის ღირსების საქმე
„წარმოშობით“ მეღვინეები, ანუ ერთი კახური ოჯახის ღირსების საქმე
Sputnik საქართველო
ღვინოს კახეთში ტრადიციულად ბევრ ოჯახში აყენებენ, მაგრამ მათ შორის ხარისხიანი, სამწუხაროდ, ბევრი არ არის. 11.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-11T15:39+0400
2022-10-11T15:39+0400
2022-10-11T21:46+0400
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/01/262528118_67:48:1102:630_1920x0_80_0_0_48c5e56734822d5f7c9227a141aa99b3.jpg
კომპანია Babunidze Wines-ის, ანუ „ბაბუნიძის ღვინოების“ მარანი, რომელიც გიორგი ბაბუნიძემ 2016 წელს დააარსა, თელავშია. იქ ღვინო ქართული, ტრადიციული წესით, ქვევრში მზადდება. გიორგი ბაბუნიძე ღვინის მოყვარულებს რქაწითელის, საფერავის, ხიხვის და ქისის ჯიშის ყურძნებისგან წარმოებულ მხოლოდ ხარისხიან ღვინოს სთავაზობს. ამის დასტურია ის ჯილდოები, რაც დღემდე აქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსებში. ოღონდ ეგაა, ეს ყოველთვის „ბაბუნიძის ღვინოების“ სახელით არ ხდებოდა, რადგან მაშინ ბრენდი სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობდა და კონკურსებშიც მათი სახელით გამოდიოდა.ბაბუნიძეების „ხიხვმა“ პოლონეთის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში „რჩეული ღვინო“. ეს არის პირველი ჯილდო, რომელიც უშუალოდ ბრენდმა „ბაბუნიძის ღვინოებმა“ მიიღო.- ბატონო გიორგი, ამ ბრენდის სახელი თქვენს სახელოვან წინაპარს უკავშირდება...- დიახ, ჩემი წინაპარი გიორგი ბაბუნიძე ყოფილა პირველი ქართველი, ვინც ევროპაში ქართული ღვინო გაიტანა. იმიტომ დაარქვა ამ ღვინოს „ბაბუნიძე ვაინ“.ეს ტრადიციული მეღვინის ოჯახია, სადაც საუკუნეზე მეტი ხნის ვენახის ღვინო იწურება − ანუ იმ ვაზისგან, რომელიც პაპაჩემმა 120 წლის წინ ჩაყარა. ახლა „ბაბუნიძის ღვინოები“ მარტო ქვევრის ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული, ანუ ტრადიციული მეთოდით წარმოებულ ღვინოებზე.- როგორც ვიცი, არა მარტო მამათქვენის, არამედ დედის, დარეჯან ხოსროშვილის წინაპრებიც მეღვინეები ყოფილან...- დიახ, დედაჩემის მამას ღვინის აღმართზე რამდენიმე მაღაზიაც კი ჰქონდა. დედაჩემის ყველა ბიძა მეღვინე იყო − ეს ოჯახის ტრადიციული პროფესიაა. მერე დედასაც უნდოდა მათ კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ იმ დროს მეღვინეობის სფეროში სრული ქაოსი იყო, ამიტომ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სხვა ფაკულტეტზე ჩააბარა. გამოდის, რომ დედის ოცნება მე ავასრულე.- საინტერესოა, თავად რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?- მე ყველაზე ძალიან ქვევრის საფერავი მიყვარს − მწვადსა და ხაშლამას უხდება. ხიხვი, ქისი და რქაწითელი, როგორც იტყვიან, ძალიან მაგარი ღვინოებია, მაგრამ პირადად ჩემთვის ქვევრის წითელი მშრალი ღვინოა ყველაზე კარგი.სხვათა შორის, ქისი, რომელიც ძალიან უხდება ქათმის ხორცს, ერთნაირად მოსწონთ კაცებსაც და ქალებსაც. მაგრამ ქალები უფრო ირჩევენ, ვინაიდან საკმაოდ ნაზი და არომატული ღვინოა.- ღვინოებს ორიგინალურად და განსხვავებულად ფუთავთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს?- დიახ, ღვინის შეფუთვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი ბოთლს რომ შეხედავს, სანამ ღვინოს გასინჯავს, ჯერ მისი გაფორმება უნდა მოეწონოს.ჩვენი ღვინის ეტიკეტზე ძველქართული წარწერაა დატანილი, ლოგოდ კი არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ ძველთაძველ ქვევრზე გამოსახული ჯვარი გვაქვს გამოყენებული.და, კიდევ, ბოთლის ჩაჩის საცობი სანთლისაა, რათა მასში ჰაერი არ შევიდეს.- ოჯახში ძველი ქვევრებიც გაქვთ?- დიახ, მაქვს. ძველი ქვევრები ძალიან მიყვარს. რაც ჩემს ეზოშია, ყველა სხვადასხვა ადგილებიდან მაქვს ჩამოტანილი და თითოეულს ადევს მისი გამკეთებლის ბეჭედი. რესტავრაცია ჩავუტარეთ, რაც ძალიან ფაქიზი საქმეა და კარგი სპეციალისტი სჭირდება.რადგან საქართველოში ქვევრის ღვინის ტრადიცია კვლავაც გრძელდება, ამ საქმით, საბედნიეროდ, ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ და მათ შორის უკვე არიან კარგი სპეციალისტები.ზოგადად სუფრის ღვინოებით ვერავის გააკვირვებთ. ყურადღების მიქცევა ქვევრის ღვინითაა შესაძლებელი, რაც ნამდვილად ჩვენია, ქართულია. ამიტომ ახალი რამის გამოგონებას არ ვაპირებ. მთავარია, რასაც ვაწარმოებთ, ხარისხიანი იყოს, რათა კლიენტი ყოველთვის კმაყოფილი იყოს.თანაც, სხვა თუ არაფერი, ღირსების საქმეა, რომ წინაპრების სახელს გავუფრთხილდე...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/01/262528118_77:0:917:630_1920x0_80_0_0_0484a006abc5de673d59f5b48873d281.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ
„წარმოშობით“ მეღვინეები, ანუ ერთი კახური ოჯახის ღირსების საქმე
15:39 11.10.2022 (განახლებულია: 21:46 11.10.2022) ღვინოს კახეთში ტრადიციულად ბევრ ოჯახში აყენებენ, მაგრამ მათ შორის ხარისხიანი, სამწუხაროდ, ბევრი არ არის.
კომპანია Babunidze Wines-ის, ანუ „ბაბუნიძის ღვინოების“ მარანი, რომელიც გიორგი ბაბუნიძემ 2016 წელს დააარსა, თელავშია. იქ ღვინო ქართული, ტრადიციული წესით, ქვევრში მზადდება.
გიორგი ბაბუნიძე ღვინის მოყვარულებს რქაწითელის, საფერავის, ხიხვის და ქისის ჯიშის ყურძნებისგან წარმოებულ მხოლოდ ხარისხიან ღვინოს სთავაზობს. ამის დასტურია ის ჯილდოები, რაც დღემდე აქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსებში. ოღონდ ეგაა, ეს ყოველთვის „ბაბუნიძის ღვინოების“ სახელით არ ხდებოდა, რადგან მაშინ ბრენდი სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობდა და კონკურსებშიც მათი სახელით გამოდიოდა.
„თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენი ბრენდის ყველა ღვინო ერთნაირად ხარისხიანია, უბრალოდ, ზოგს ვგზავნი გამოფენაზე, ზოგს − არა“, − ამბობს გიორგი.
ბაბუნიძეების „ხიხვმა“ პოლონეთის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში „რჩეული ღვინო“. ეს არის პირველი ჯილდო, რომელიც უშუალოდ ბრენდმა „ბაბუნიძის ღვინოებმა“ მიიღო.
- ბატონო გიორგი, ამ ბრენდის სახელი თქვენს სახელოვან წინაპარს უკავშირდება...
- დიახ, ჩემი წინაპარი გიორგი ბაბუნიძე ყოფილა პირველი ქართველი, ვინც ევროპაში ქართული ღვინო გაიტანა. იმიტომ დაარქვა ამ ღვინოს „ბაბუნიძე ვაინ“.
ეს ტრადიციული მეღვინის ოჯახია, სადაც საუკუნეზე მეტი ხნის ვენახის ღვინო იწურება − ანუ იმ ვაზისგან, რომელიც პაპაჩემმა 120 წლის წინ ჩაყარა. ახლა „ბაბუნიძის ღვინოები“ მარტო ქვევრის ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული, ანუ ტრადიციული მეთოდით წარმოებულ ღვინოებზე.
- როგორც ვიცი, არა მარტო მამათქვენის, არამედ დედის, დარეჯან ხოსროშვილის წინაპრებიც მეღვინეები ყოფილან...
- დიახ, დედაჩემის მამას ღვინის აღმართზე რამდენიმე მაღაზიაც კი ჰქონდა. დედაჩემის ყველა ბიძა მეღვინე იყო − ეს ოჯახის ტრადიციული პროფესიაა. მერე დედასაც უნდოდა მათ კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ იმ დროს მეღვინეობის სფეროში სრული ქაოსი იყო, ამიტომ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სხვა ფაკულტეტზე ჩააბარა. გამოდის, რომ დედის ოცნება მე ავასრულე.
- საინტერესოა, თავად რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
- მე ყველაზე ძალიან ქვევრის საფერავი მიყვარს − მწვადსა და ხაშლამას უხდება. ხიხვი, ქისი და რქაწითელი, როგორც იტყვიან, ძალიან მაგარი ღვინოებია, მაგრამ პირადად ჩემთვის ქვევრის წითელი მშრალი ღვინოა ყველაზე კარგი.
სხვათა შორის, ქისი, რომელიც ძალიან უხდება ქათმის ხორცს, ერთნაირად მოსწონთ კაცებსაც და ქალებსაც. მაგრამ ქალები უფრო ირჩევენ, ვინაიდან საკმაოდ ნაზი და არომატული ღვინოა.
- ღვინოებს ორიგინალურად და განსხვავებულად ფუთავთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს?
- დიახ, ღვინის შეფუთვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი ბოთლს რომ შეხედავს, სანამ ღვინოს გასინჯავს, ჯერ მისი გაფორმება უნდა მოეწონოს.
ჩვენი ღვინის ეტიკეტზე ძველქართული წარწერაა დატანილი, ლოგოდ კი არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ ძველთაძველ ქვევრზე გამოსახული ჯვარი გვაქვს გამოყენებული.
და, კიდევ, ბოთლის ჩაჩის საცობი სანთლისაა, რათა მასში ჰაერი არ შევიდეს.
- ოჯახში ძველი ქვევრებიც გაქვთ?
- დიახ, მაქვს. ძველი ქვევრები ძალიან მიყვარს. რაც ჩემს ეზოშია, ყველა სხვადასხვა ადგილებიდან მაქვს ჩამოტანილი და თითოეულს ადევს მისი გამკეთებლის ბეჭედი. რესტავრაცია ჩავუტარეთ, რაც ძალიან ფაქიზი საქმეა და კარგი სპეციალისტი სჭირდება.
რადგან საქართველოში ქვევრის ღვინის ტრადიცია კვლავაც გრძელდება, ამ საქმით, საბედნიეროდ, ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ და მათ შორის უკვე არიან კარგი სპეციალისტები.
ზოგადად სუფრის ღვინოებით ვერავის გააკვირვებთ. ყურადღების მიქცევა ქვევრის ღვინითაა შესაძლებელი, რაც ნამდვილად ჩვენია, ქართულია. ამიტომ ახალი რამის გამოგონებას არ ვაპირებ. მთავარია, რასაც ვაწარმოებთ, ხარისხიანი იყოს, რათა კლიენტი ყოველთვის კმაყოფილი იყოს.
თანაც, სხვა თუ არაფერი, ღირსების საქმეა, რომ წინაპრების სახელს გავუფრთხილდე...