26 წლის ქალის სასტიკი მკვლელობა თელავში: ბრალდებულმა სასამართლო შოკში ჩააგდო

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. მან გამომიწვია და ეს სისულელე ჩავიდინე, ასეთი განცხადებით მიმართა სასამართლოს 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა, რომელსაც მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მეუღლის მკვლელობა ედება ბრალად.
თელავის რაიონულმა სასამართლომ გამხვეტელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ დაარწმუნა სასამართლო, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.
გამოძიების მიხედვით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული თელავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ მას ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ეს მისთვის უკვე მეორე სასამართლოა ოქტომბერში – 4 ოქტომბერს ის სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, მაგრამ მაშინ იმავე თელავის სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ის გირაოთი გაათავისუფლა. მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, რომელიც მას ცოლთან მიახლოებას უკრძალავდა.
ამჯერად ბრალდებულმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ ქალმა თავად გამოიწვია ის თავისი ქმედებებით.

„იმდენად გამომიწვია და გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე და ვნანობ, მაგრამ ამას არაფერი ეშველება. საერთოდ ყველაფერს ვნანობ. ეგეც რომ გავიცანი, იმასაც ვნანობ. ეგ ჩემი მეუღლე არ იყო, უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით", – განაცხადა გამხვეტელაშვილმა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო მოსმენა 22 ნოემბერს გაიმართება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში 22 წლის კაცს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0