https://sputnik-georgia.com/20221010/varsavasi-saqartvelos-sami-moqalaqe-daakaves-271219745.html
ვარშავაში დანაშაულის ადგილზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ვარშავაში დანაშაულის ადგილზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
საქართველოს სამი მოქალაქის გარდა, დაკავებულია ორი ქალიც, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, შესაძლოა ბანდასთან კავშირში არიან 10.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-10T23:00+0400
2022-10-10T23:00+0400
2022-10-10T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:78:2640:1563_1920x0_80_0_0_3ee049f8b81c135464aa0007795565d5.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ვარშავაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ძარცვის დროს საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.„სამი ქართველი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს, როდესაც ისინი ვარშავაში, ბელიანის რაიონში ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შეღწევას ცდილობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივ რადიოსადგურში.პოლონეთის პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო დეპარტამენტის პრესმდივნის, ივონა იურკევიჩის თქმით, დაკავებულებმა ღამით „გატეხილი ფანჯრიდან შეაღწიეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გვერდით მდებარე ნაგებობაში, შემდეგ კი კედლის გახვრეტა დაიწყეს, რათა სეიფამდე მიეღწიათ“.პოლიციამ მძარცველები შემთხვევის ადგილზე დააკავა. ასევე დააკავეს ორი ქალი, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, შესაძლოა ბანდასთან კავშირში არიან.პოლიციის ცნობით, აგრეთვე მოწმდება დაკავებულების კავშირი ვარშავაში 2020 წლის ოქტომბერში მომხდარ ძარცვასთან. მაშინ დამნაშავეების მსხვერპლი დანიის მოქალაქე გახდა, რომელიც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან გამოდიოდა. დამნაშავეებმა მის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და დიდი ოდენობით თანხა წაართვეს.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:34:2641:2014_1920x0_80_0_0_79c0a7533d44d58fcba492ca7cdc9721.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, პოლონეთი , შემთხვევები
ვარშავაში დანაშაულის ადგილზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სამი მოქალაქის გარდა, დაკავებულია ორი ქალიც, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, შესაძლოა ბანდასთან კავშირში არიან
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ვარშავაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ძარცვის დროს საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
„სამი ქართველი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს, როდესაც ისინი ვარშავაში, ბელიანის რაიონში ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შეღწევას ცდილობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივ რადიოსადგურში.
პოლონეთის პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო დეპარტამენტის პრესმდივნის, ივონა იურკევიჩის თქმით, დაკავებულებმა ღამით „გატეხილი ფანჯრიდან შეაღწიეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გვერდით მდებარე ნაგებობაში, შემდეგ კი კედლის გახვრეტა დაიწყეს, რათა სეიფამდე მიეღწიათ“.
პოლიციამ მძარცველები შემთხვევის ადგილზე დააკავა. ასევე დააკავეს ორი ქალი, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, შესაძლოა ბანდასთან კავშირში არიან.
„ერთ-ერთ მათგანს უკვე წაუყენეს ბრალი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისა და ხელშეწყობისთვის, ხოლო მეორეს - სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ხელისშეშლაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
პოლიციის ცნობით, აგრეთვე მოწმდება დაკავებულების კავშირი ვარშავაში 2020 წლის ოქტომბერში მომხდარ ძარცვასთან. მაშინ დამნაშავეების მსხვერპლი დანიის მოქალაქე გახდა, რომელიც ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან გამოდიოდა. დამნაშავეებმა მის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და დიდი ოდენობით თანხა წაართვეს.