https://sputnik-georgia.com/20221010/saqartvelosi-pirveli-saertasoriso-web3-konferenacia-gaimarteba-271215098.html
საქართველოში პირველი საერთაშორისო Web3 კონფერენცია გაიმართება
საქართველოში პირველი საერთაშორისო Web3 კონფერენცია გაიმართება
Sputnik საქართველო
ღონისძიება განსაკუთრებული შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. 10.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-10T19:30+0400
2022-10-10T19:30+0400
2022-10-10T23:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259788041_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_81421d873b3c9c9ace613220b4212fa5.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. 22-23 ოქტომბერს თბილისში DeGameFi-ის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო Web3 კონფერენცია გაიმართება.DeGameFi არის გლობალური ღონისძიებების სერია, რომელიც ტარდება ყოველთვიურად და ყოველწლიურად მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბლოკჩეინის სისტემით და მისი განვითარებით. DeGameFi არის GameFi-სა და DeFi-ის კომბინაცია, რომელიც აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებს, მხატვრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს წვდომა დეცენტრალიზებულ სისტემასთან.კონფერენციის მთავარი მიზანია გააცნოს ადგილობრივ კომპანიებს (და არა მხოლოდ მათ) WEB2-დან WEB3-ზე გადასვლის უპირატესობები და აუცილებლობა. ღონისძიება განსაკუთრებული შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, დაამყარონ საპარტნიორო კავშირები საერთაშორისო კომპანიებთან, შეხვდნენ დარგის ლიდერებს და დააინტერესონ ინვესტორები.კონფერენცია დაყოფილია ხუთ ძირითად სივრცედ: მთავარი საკონფერენციო სივრცე, ბიზნეს-ექსპო, სტარტაპ-კონკურსი, ტექნიკურ-საგანმანათლებლო ოთახი და NFT საგამოფენო სივრცე.გამომსვლელებს შორის იქნებიან: მიხეილ დიდებულიძე - VNTR Capital-ის პარტნიორი, Entrepreneur IDEs, ჯორჯ პალიანი - CEO COINSPAID Media, მანუელ რენსინკი - Fathom პროტოკოლის თანადამფუძნებელი, DeFi-ს ხელმძღვანელი Securrency Inc. დუბაიში, რენატო გარო - Nebulai-ს საოპერაციო ხელმძღვანელი და ტექნიკური დირექტორი, საქართველოს მთავრობის, ბანკების წარმომადგენლები, ბლოგერები და კრიპტო-საზოგადოების მრავალი სხვა ცნობილი წარმომადგენელი.ფორუმის პარტნიორები არიან: უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance, „საქართველოს ბანკი“, Magti, Coinspaid, BMG და სხვ. ღონისძიებები Sheraton Metekhi Palace-ში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259788041_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_f90b2271a39ff9e9d871613191705f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოში პირველი საერთაშორისო Web3 კონფერენცია გაიმართება
19:30 10.10.2022 (განახლებულია: 23:08 10.10.2022) ღონისძიება განსაკუთრებული შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. 22-23 ოქტომბერს თბილისში DeGameFi-ის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო Web3 კონფერენცია გაიმართება.
DeGameFi არის გლობალური ღონისძიებების სერია, რომელიც ტარდება ყოველთვიურად და ყოველწლიურად მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბლოკჩეინის სისტემით და მისი განვითარებით. DeGameFi არის GameFi-სა და DeFi-ის კომბინაცია, რომელიც აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებს, მხატვრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს წვდომა დეცენტრალიზებულ სისტემასთან.
„ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ კრიპტო-საზოგადოების ზრდას რეგიონში. ტრადიციული ბიზნესის საიმედო და გამჭვირვალე კავშირი Web3-თან ჩვენი გრძელვადიანი გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია. მუდმივი შეხვედრების, ტრენინგებისა და ჰაკატონების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი კომპანიის პოზიციონირებას, როგორც ცენტრის მათთვის, ვისთვისაც უკვე ნაცნობია web3 ტექნოლოგიები და მათთვის, ვინც ახლახან დაიწყო მათი შესწავლა“, – განაცხადა DeGameFi-ის დამფუძნებელმა მიხეილ დიდებულიძემ.
კონფერენციის მთავარი მიზანია გააცნოს ადგილობრივ კომპანიებს (და არა მხოლოდ მათ) WEB2-დან WEB3-ზე გადასვლის უპირატესობები და აუცილებლობა. ღონისძიება განსაკუთრებული შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, დაამყარონ საპარტნიორო კავშირები საერთაშორისო კომპანიებთან, შეხვდნენ დარგის ლიდერებს და დააინტერესონ ინვესტორები.
კონფერენცია დაყოფილია ხუთ ძირითად სივრცედ: მთავარი საკონფერენციო სივრცე, ბიზნეს-ექსპო, სტარტაპ-კონკურსი, ტექნიკურ-საგანმანათლებლო ოთახი და NFT საგამოფენო სივრცე.
გამომსვლელებს შორის იქნებიან: მიხეილ დიდებულიძე - VNTR Capital-ის პარტნიორი, Entrepreneur IDEs, ჯორჯ პალიანი - CEO COINSPAID Media, მანუელ რენსინკი - Fathom პროტოკოლის თანადამფუძნებელი, DeFi-ს ხელმძღვანელი Securrency Inc. დუბაიში, რენატო გარო - Nebulai-ს საოპერაციო ხელმძღვანელი და ტექნიკური დირექტორი, საქართველოს მთავრობის, ბანკების წარმომადგენლები, ბლოგერები და კრიპტო-საზოგადოების მრავალი სხვა ცნობილი წარმომადგენელი.
ფორუმის პარტნიორები არიან: უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance, „საქართველოს ბანკი“, Magti, Coinspaid, BMG და სხვ. ღონისძიებები Sheraton Metekhi Palace-ში გაიმართება.