საქართველოსა და იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებმა მემორანდუმი გააფორმეს

© Pixabay / Pexelsინტერნეტის მომხმარებელი კომპიუტერთან
ინტერნეტის მომხმარებელი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
მემორანდუმის მიზანია ღონისძიებების, კონფერენციების, სემინარების ჩატარება პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (Garante per la protezione dei dati personali) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მემორანდუმის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, ექსპერტების გაცვლა.
მემორანდუმს იტალიაში, რომში ხელი მოაწერეს იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა პასკუალე სტაციონემ და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

ღონისძიებაზე ჯანაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო პლატფორმებსა და ქსელებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონაწილეობისა და ამ მიმართულებით უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

იტალიის მხარემ, თავის მხრივ, საქართველოსთან ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, კონსული ნატალია კორძაია და 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალესანდრა პიერუჩი.
ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა იტალიისა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ანა თოხაძე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0