https://sputnik-georgia.com/20221010/saakashvgilis-mimart-araadamianuri-mopyroba-saqmeshi-braleuloba-ar-ikveteba-271212116.html
სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა: საქმეში არავის ბრალეულობა არ იკვეთება
სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა: საქმეში არავის ბრალეულობა არ იკვეთება
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 10.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-10T18:40+0400
2022-10-10T18:40+0400
2022-10-10T22:51+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263439446_0:126:2679:1632_1920x0_80_0_0_66470ce1302633b8928eb9385a8ba8e8.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.საქმის გამოძიება 2021 წლის 9 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტის ადვოკატების განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით. ადვოკატების შეფასებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაამცირეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების დროს.როგორც კაციტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე წვდომა ჰქონდათ არა მხოლოდ ადვოკატებს, არამედ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოწვეულ ექსპერტებს. გარდა ამისა, ექიმებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ამ საქმეში და საქმის მასალებზე წვდომა ჰქონოდათ.„გამოძიების მიერ დანიშნული ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე მოსულია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი ექსპერტიზის შედეგების მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს“, – განაცხადა კაციტაძემ.მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული. სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მტკიცებით, იგი გადაყვანის წინააღმდეგი იყო.იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების დროს მომხდარი მოვლენების საკუთარი ვერსია აქვს. გარდა ამისა, ის ექს-პრეზიდენტს საკუთარ პრეტენზიებს უყენებს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სააკაშვილს ბრალად უყენებს „ძალადობას“ და „სხვისი ქონების დაზიანებას“. არანაირი პრივილეგია - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე>>>გენინსპექციის მონაცემებით, სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში შესახლებისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო აღჭურვილობა (კარდიომონიტორი) დააზიანა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263439446_0:0:2679:2010_1920x0_80_0_0_7cb636b3d45fc81e80781fccbd1f42bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, პოლიტიკა
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, პოლიტიკა
სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა: საქმეში არავის ბრალეულობა არ იკვეთება
18:40 10.10.2022 (განახლებულია: 22:51 10.10.2022) მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.
საქმის გამოძიება 2021 წლის 9 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტის ადვოკატების განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით. ადვოკატების შეფასებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაამცირეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების დროს.
„ექსპერტიზის იმ შედეგებით, რომელიც ამ ეტაპზეა ცნობილი, არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის, საქმეზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა. სრული სურათის შესაქმნელად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულ ექსპერტიზებზე პასუხის მიღება“, – განაცხადა კაციტაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
როგორც კაციტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე წვდომა ჰქონდათ არა მხოლოდ ადვოკატებს, არამედ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოწვეულ ექსპერტებს. გარდა ამისა, ექიმებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ამ საქმეში და საქმის მასალებზე წვდომა ჰქონოდათ.
„გამოძიების მიერ დანიშნული ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე მოსულია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი ექსპერტიზის შედეგების მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს“, – განაცხადა კაციტაძემ.
მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული. სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მტკიცებით, იგი გადაყვანის წინააღმდეგი იყო.
იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების დროს მომხდარი მოვლენების საკუთარი ვერსია აქვს. გარდა ამისა, ის ექს-პრეზიდენტს საკუთარ პრეტენზიებს უყენებს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სააკაშვილს ბრალად უყენებს „ძალადობას“ და „სხვისი ქონების დაზიანებას“.
გენინსპექციის მონაცემებით, სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში შესახლებისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო აღჭურვილობა (კარდიომონიტორი) დააზიანა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.