https://sputnik-georgia.com/20221010/ramdenad-mimzidvelia-saqartvelo-investorebistvis-bloomberg-is-kvleva-271217903.html
რამდენად მიმზიდველია საქართველო ინვესტორებისთვის - Bloomberg-ის კვლევა
რამდენად მიმზიდველია საქართველო ინვესტორებისთვის - Bloomberg-ის კვლევა
Sputnik საქართველო
დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმიზმით უყურებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 55%-იან საშუალო გლობალურ მაჩვენებელს. 10.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-10T21:40+0400
2022-10-10T21:40+0400
2022-10-11T14:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/54/234295463_0:0:3036:1708_1920x0_80_0_0_32efa4f5f59d9a0e28414216f846cbde.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის. ასეთი შედეგი აჩვენა Bloomberg Media Studio-ს კვლევამ.მსოფლიოს წამყვანმა მედია-ანალიტიკურმა ჯგუფმა Bloomberg Media-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აერთიანებს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორების, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომის, მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის დაწესებული შეღავათების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მიმოხილვას.კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში.დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 55%-ს.კვლევით დასტურდება, რომ ინვესტორების 44%, რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას საქართველოში, „ძალიან კარგად იცნობენ“ ქვეყნის ძლიერ მხარეებს, მათ შორისაა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ხელმისაწვდომი მწვანე ენერგია და გამოცდილი და კონკურენტუნარიანი მუშახელი, რომელთა ხელმისაწვდომობა 5%-ით აღემატება გლობალურ მაჩვენებელს.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პოტენციური ინვესტორების 23% ცალკეული პროექტისთვის 100-200 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას განიხილავს.კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდის, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3.351 წამყვანი კომპანიის დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ.საქართველოში ბიზნესის განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბიზნესის ხელშესაწყობად ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის განვითარებაში მეწარმეების დახმარებისკენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია „აწარმოე საქართველოში“.„აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იმავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/54/234295463_305:0:3036:2048_1920x0_80_0_0_1189b6253af63b5539c6078b75eb4a17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რამდენად მიმზიდველია საქართველო ინვესტორებისთვის - Bloomberg-ის კვლევა
21:40 10.10.2022 (განახლებულია: 14:49 11.10.2022) დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმიზმით უყურებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 55%-იან საშუალო გლობალურ მაჩვენებელს.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის. ასეთი შედეგი აჩვენა Bloomberg Media Studio-ს კვლევამ.
მსოფლიოს წამყვანმა მედია-ანალიტიკურმა ჯგუფმა Bloomberg Media-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აერთიანებს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორების, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომის, მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის დაწესებული შეღავათების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მიმოხილვას.
კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში.
დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 55%-ს.
კვლევით დასტურდება, რომ ინვესტორების 44%, რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას საქართველოში, „ძალიან კარგად იცნობენ“ ქვეყნის ძლიერ მხარეებს, მათ შორისაა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ხელმისაწვდომი მწვანე ენერგია და გამოცდილი და კონკურენტუნარიანი მუშახელი, რომელთა ხელმისაწვდომობა 5%-ით აღემატება გლობალურ მაჩვენებელს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პოტენციური ინვესტორების 23% ცალკეული პროექტისთვის 100-200 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას განიხილავს.
„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და უპირატესობები განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, რამაც განაპირობა საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა. მათ შორისაა Fortune 500 ბრენდები და ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Concentrix, Majorel, EPAM, Viber, Godel Technologies“, – ნათქვამია „ბლუმბერგის“ კვლევაში.
კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდის, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3.351 წამყვანი კომპანიის დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ.
საქართველოში ბიზნესის განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბიზნესის ხელშესაწყობად ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის განვითარებაში მეწარმეების დახმარებისკენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია „აწარმოე საქართველოში“.
„აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იმავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.