გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaგელათი
გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მონასტერში ხანძარი დღეს გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა.
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისათვის ცნობილი არაა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
ყველა ახალი ამბავი
0