„ერისიონი“ გასტროლებზე შვეიცარიაში მიემგზავრება

© courtey of Erisioni„ერისიონი"
„ერისიონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
ქართველი შემსრულებლები ჟენევაში, ციურიხსა და ლოზანაში გამოვლენ.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ნოემბერში გასტროლებზე შვეიცარიაში გაემგზავრება.
ანსამბლი ჟენევაში გამოვა 4 ნოემბერს, ლოზანაში – 5 ნოემბერს, ხოლო ციურიხში – 6 ნოემბერს, ნათქვამია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ერისიონი“ კონცერტებზე გამოვა განახლებული შოუ-პროგრამით „საქართველოს საგანძური“, რომლითაც ბოლო წლებში წარმატებით დადის გასტროლებზე მთელ მსოფლიოში.

შოუს დადგმასა და მსოფლიოში მის პოპულარიზაციაში დიდი როლი შეასრულეს ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ, რომელთა ხსოვნის პატივსაცემადაც შეიქმნა ახალი შოუ-პროგრამა. პროგრამის განახლებაზე იმუშავეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა.
© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკში„ერისიონი“ - რეპეტიცია
На репетиции ансамбля Эрисиони - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
„ერისიონი“ - რეპეტიცია
ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.
ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტია, რომელთა ნაწილი დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, ხოლო მეორე ნაწილი უნიკალურ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს მღერის. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0