თელავში 26 წლის ქალი მეგობარმა კაცმა მოკლა

© photo: Sputnik / Stringerადამიანი დანით ხელში
ადამიანი დანით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2022
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. თელავში ახალგაზრდა ქალი მეგობარმა კაცმა მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეგობრები იყვნენ. ქალს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევა დღეს თელავში, ალაზნის ქუჩაზე, იმ კორპუსში მოხდა, სადაც 26 წლის ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევის დროს სახლში ორი ბავშვი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქალს რამდენიმე თვის განმავლობაში ემუქრებოდა და მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0