სადეზინფექციო ხსნარი წყალში აერია: „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება რუსთავში
სასწრაფო დახმარება რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2022
გამოწერა
მამაკაცი კლინიკა „რუსთავში“ 6 ოქტომბერს გადაიყვანეს
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. გარდაიცვალა საწარმო „რუსთვის აზოტის" თანამშრომელი, რომელმაც შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია, ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
50 წლამდე მამაკაცი კლინიკა „რუსთავში” 4 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
მამაკაცს სადეზინფექციო ხსნარი წყალში აერია და შეცდომით დალია.
ყველა ახალი ამბავი
0