პრემიერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა - ვიდეო

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი რთველში
ირაკლი ღარიბაშვილი რთველში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2022
გამოწერა
მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ქართული ღვინის დღეები“ წელს 9-15 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ფესტივალის – „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში წინანდალს ეწვივნენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოში რთვლის ტრადიცია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ჩვენთვის, ყველასთვის საამაყოა, რომ ვართ ღვინის სამშობლო, რაც დადასტურებულია, დადგენილია, მთელი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოს აქვს ღვინის წარმოების 8-ათას წლიანი ისტორია და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა არა მხოლოდ კახეთს, არამედ ყველა იმ რეგიონს, სადაც ღვინო იწარმოება.
ელჩებმა წინანდლის ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველო ღვინის სამშობლო

საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0