კრიმინალური ვითარება საქართველოში: დანაშაულების ტოპ-5

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია ყაზბეგში
საპატრულო პოლიცია ყაზბეგში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2022
გამოწერა
ქურდობა საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაულია
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. დანაშაულების რაოდენობა საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე 5,1%-ით შემცირდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე.
უწყების ცნობით, ქვეყანაში რვა თვეში დაახლოებით 37,8 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც გახსნილია 56,4%.
სამინისტროს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება. დანაშაულების პიკი ზაფხულზე მოდის.
ქვეყანაში ივლისში დაფიქსირდა 5 ათასი დანაშაული, აქედან 41,5% გახსნილია.
დანაშაულების ტოპ-5
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 2022 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში დარეგისტრირდა ქურდობის დაახლოებით 11,4 ათასი ფაქტი, გახსნილია 51,7%.
მეორე ადგილზეა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. ამ პერიოდში დაფიქსირდა 3,3 ათასი ასეთი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 89,6%.
მესამე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა მსგავსი 2,7 ათასი ფაქტი. გახსნილია 82,8%.
ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულების ხუთეული ასე გამოიყურება:
ქურდობა – 11.412
ნარკოდანაშაული – 3.293
ოჯახური ძალადობა – 2.734
მუქარა – 2.433
სატრანსპორტო დანაშაული – 2.002.
ამას გარდა, შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში რვა თვის განმავლობაში მოხდა 56 მკვლელობა, აქედან 18 - განსაკუთრებული სისასტიკით, 267 - ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 117 - გაუპატიურების შემთხვევა და 6 - ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

2022 წლის იანვარი–სექტემბერში სხვადასხვა დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 15.270 ადამიანი, საიდანაც 981-ს პირობითი სასჯელი მიესაჯა.
თბილისში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 4.874 ადამიანი მისცეს.
ამავე პერიოდში სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაზარალებულად აღიარეს 11.937 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0