გენპროკურორის არჩევის ახალი წესი: დაიწყო საჯარო განხილვები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2022
გამოწერა
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, მაგრამ მხარს დაუჭერენ.
თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა თბილისში გაიმართა.
ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა ამ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ განაცხადეს, რომ კანონპროექტს არ ეთანხმებიან, მაგრამ მხარს დაუჭერენ.
„სამართლებრივი ნონსენსია ასეთი წესი, თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ ამ კომპრომისზე მივდივართ, ამიტომ დავაინიცირეთ და ამიტომ ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის ასეთი წესი დროებითია და პარლამენტის მხოლოდ მომდევნო ორ მოწვევაზე გავრცელდება.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სრულიად ღია პროცესია და პროექტი ერთ თვეზე მეტია, რაც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, რათა ყველა მსურველს მისი გაცნობა შეეძლოს.
გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, სასამართლო რეფორმასთან ერთად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება - ეს ყველაფერი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნების ნაწილია, რომელიც ქვეყანამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.
ამასთან, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად „ქართულ ოცნებას“, რომელსაც პარლამენტში მხოლოდ 75 დეპუტატი დარჩა, ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება, მათ შორის არაერთი მთავარი ოპონენტის.
თუმცა საჯარო მოსმენებში მონაწილეობა არც ერთ წამყვან ოპოზიციურ პარტიას არ მიუღია.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საჯარო მოსმენები ერთი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0