ერევანში ჰოსტელში აფეთქებამოხდა: არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2022
გამოწერა
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ერევანში, ბაგრატუნიაცის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.
„სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ დაშავებულები დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.
კრიზისის მართვის ცენტრში აფეთქების შესახებ შეტყობინება კვირას, 09:15 საათზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გავიდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბაგრატუნიაცის ქუჩაზე. შაბათს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამშენებლო მასალები დაიწვა.
ყველა ახალი ამბავი
0