დიდ დიღომში ქალის მკვლელობის ფაქტზე ბრალი ირანის მოქალაქეს წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2022
გამოწერა
მედიის ცნობით, ბრალდებული ქალის ცხედარს ბინაში ორი დღის განმავლობაში მალავდა.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 6 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ირანის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას ქალს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომლის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის უცხოელი დიდ დიღომში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იგი ქალის ცხედარს ბინაში ორი დღის განმავლობაში მალავდა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0